გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

მოქმედი ჩემპიონი და კერკეტი ამერიკელი

გააზიარეთ

უიმბლდონი 2025 გადამწყვეტ ფაზაში შედის. წლის რიგით მესამე დიდი სლემის გათამაშებაში უკვე ორი ნახევარფინალისტის ვინაობა გაირკვა.

პირველად კარიერაში ტეილორ ფრიცი უიმბლდონის საუკეთესო ოთხეულში მოხვდა. 27 წლის ამერიკელი ჩოგბურთელი მეიჯორის ფინალშიც კი გასულა, როდესაც შარშან საკუთარ სამშობლოში US OPEN-ის მოგებამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა, თუმცა ტრიუმფი არ გამოუვიდა და ამჟამად რეიტინგის პირველ ნომერ იტალიელ იანიკ სინერთან დამარცხდა.

დავუბრუნდეთ ისევ უიმბლდონს, სადაც ტეილორ ფრიცი, რომელიც რეიტინგში მეხუთე პოზიციაზეა იდეალურად გამოიყურება. 1/4 ფინალურ დაპირისპირებაში მან კარენ ხაჩანოვი დაჯაბნა – 6:3, 6:4, 1:6, 7:6.

რაც შეეხება კიდევ ერთ ნახევარფინალისტს, ნამდვილად არ გაიკვირვებთ თუ გეტყვით, რომ ის კარლოს ალკარასია. ესპანელმა ვარსკვლავთბიჭუნამ ბრიტანელი კამერონ ნორისგან ქვა ქვაზე არ დატოვა და სამ სეტში მარტივად აჯობა.

შეგახსენებთ, კარლოს ალკარასი დიდი სლემების ხუთგზის გამარჯვებულია, მათ შორის ორჯერ სწორედ უიმბლდონზე იჩემპიონა.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი