გამოგვიწერეთ

ნაკრები

18 წლამდე ნაკრები ევროპას მეშვიდედ შეუტევს

გააზიარეთ

საქართველოს 18 წლამდე ნაკრები 35-კაციანი გაფართოებული შემადგენლობით მარტყოფის სარაგბო ბაზაზე მზადების დასკვნით ფაზას გადის.

ზურაბ ამონაშვილის შეგირდები 15-22 ნოემბერს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან.

ევროპის ზედიზედ ექვსგზის ჩემპიონები ტიტულის დაცვას პოლონეთით იწყებენ, რომელსაც 15 ნოემბერს მეოთხედფინალში ეთამაშებიან. სხვა მეოთხედფინალური წყვილები ასე გამოიყურება: ესპანეთი-ბელგია; ნიდერლანდები-გერმანია; ჩეხეთი-პორტუგალია.

გამარჯვების შემთხვევაში თასის ნახევარფინალში საქართველოს მეტოქე ჩეხეთსა და პორტუგალიას შორის უკეთესი იქნება და თამაში 18 ნოემბერს გაიმართება, ფინალი კი 22 ნოემბერსაა ჩანიშნული.

საბოლოო ჯამში ჩეხეთში 26 მორაგბე გაემგზავრება, მანამდე კი მარტყოფის ბაზაზე შემდეგი მორაგბეები ემზადებიან:

საბა მშვილდაძე, ალექსანდრე კახიშვილი, ლუკა ბარბაქაძე, ალექსანდრე გამყრელიძე, გოჩა ფიცხელაური, ლუკა წიკლაური, იაგო ღუდუშაური, გეგა გიორგობიანი, ანდრია ბილანიშვილი, ნიკოლოზ ჩხორთოლია, ოთარ ელიაშვილი, საბა გიორგიძე, ლუკა შულაია, იოსებ ღვინჯილია, მათე ბერუაშვილი, ნიკოლოზ ფანცულაია, გიორგი ქევანიშვილი, გიორგი ზაზაძე, გიორგი არძენაძე, გოგა უშვერიძე, ალექსანდრე გაგუა, ლევან ბუცხრიკიძე, მათე მახარაძე, გიორგი გაბუნია, დათა ახვლედიანი, ლუკა ჯიქიძე, გიორგი კეკელია, ლუკა ტაბატაძე, ბართლომე ხამაშურიძე, ნიკოლოზ ლაგვილავა, გიორგი მუშკუდიანი, ავთანდილ ზვიადაძე, ანდრია კუნჭულია, დავით არობელიძე, ლუკა ჭაკუა.

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ნაკრები