გამოგვიწერეთ

ნაკრები

19-წლამდელებმა საკვალიფიკაციო მარცხით დაიწყეს

გააზიარეთ

ხორვატიაში დაიწყო ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდი 19 წლამდე ფეხბურთელთა შორის, სადაც საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობს. ვასილ მაისურაძის გუნდი ჯგუფში მასპინძლების, სერბებისა და გიბრალტარის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.

პირველი თამაში სწორედ ხორვატებთან გვქონდა და 0:2 დავმარცხდით. მასპინძლებმა თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანეს. ერთი რაც თვალს ცუდად მოხვდა, განაცხადში არ არის ბორნმუთის ფეხბურთელი გიორგი გონსალვეშ ჩუბინიძე, რომელიც ნაკრების შემადგენლობაში ბოლო პერიოდში არ ჩანს. არადა, როგორც შევიტყვეთ, ტრავმა არ აწუხებს.

ამ ჯგუფის მეორე მატჩი სერბეთსა და გიბრალტარს შორის მოგვიანებით გაიმართება.

გეტყვით რომ, ოთხგუნდიანი ჯგუფიდან, ელიტ რაუნდში თამაშს ორი გუნდი განაგრძობს, მაგრამ შანსი მესამე ადგილოსანსაც ექნება, თუ გამსვლელ საუკეთესოთა შორის მოხვდება.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ნაკრები