გამოგვიწერეთ

წყალბურთი

კორეელები ჩავძირეთ

გააზიარეთ

გერმანიის ქალაქი დუისბურგი 2025 წლის მსოფლიოს საუნივერსიტეტო თამაშებს მასპინძლობს, რომელშიც 150-ზე მეტი ქვეყნის სპორტსმენები იღებენ მონაწილეობას. ტურნირზე ასპარეზობს საქართველოს წყალბურთის ნაკრებიც, რომელმა პირველი მატჩი უკვე გამართა და  სამხრეთ კოერა ძალიან დამაჯერებლად 29:7 დაამარცხა.

ქართველმა წყალბურთელებმა თავიდანვე იგდეს უპირატესობა ხელთ და მატჩი სრულად მათი კარნახით წარიმართა. მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი ხვალ იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, რომელმაც ჩილე 28:2 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ჩილესთან: გიორგი ჩაგელიშვილი, გიორგი ვეშაგური, საბა მაჭავარიანი, სანდრო ვასაძე, საბა ტყეშელაშვილი, ნიკოლოზ დადიანი,ბესარიონ ახვლედიანი, ლუკა გიორგაძე, გიორგი კირიაკიდი, დავით ჩხეიძე, ლუკა ჩიქოვანი, მაქსიმ მალიშაუ.

შეგახსენებთ,  2024 წლის მსოფლიო უნივერსიაზე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად წყალბურთი