გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

100 მილიონის სანაცვლოდ – როდრიგოს პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან

გააზიარეთ

სატრანსფერო ფანჯარაზე როდრიგო გოეშის გარშემო გაურკვევლობა გრძელდება. ჩაბი ალონსოს მოსვლის შემდგომ ბრაზილიელი ფეხბურთელის სათამაშო დრო მინიმუმამდეა დასული, რაც მისი ტრანსფერის შანსებს ზრდის.

ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ როდრიგოს ტრანსფერით მანჩესტერ სიტია დაინტერესებული. პეპ გვარდიოლას გუნდმა ბოლო დღეებში ჯეკ გრილიში გაუშვა, ხოლო დიდი შანსია, სავინიო და ჯეიმს მაკკატი ლონდონის ტოტენჰემში და ნოტინგემ ფორესტში გაყიდოს.

ამის ფონზე, სიტის ახალი გარემარბის დამატება სურს. მადრიდის რეალი მზადაა, ის 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაყიდოს, თუმცა პრობლემა თავად ფეხბურთელის პოზიციაა – მას სამეფო კლუბში საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცება სურს.

როდრიგოს ტრანსფერით ლონდონის არსენალიც დაინტერესებულია, თუმცა დიდი სატრანსფერო თანხის გამო ინგლისელების მხრიდან აქტიურობა ნაკლებად სავარაუდოა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ტრანსფერები