გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

მამის პანაშვიდებზე თამაში მქონდა – ასლან ბალაძე

გააზიარეთ

დინამო ბათუმის ხელმძღვანელობამ კლუბის აკადემიის იმ ფეხბურთელებს შეხვედრა მოუწყო, რომლებმაც ბოლო პერიოდში ძირითად გუნდში ადგილი დაიმკვიდრეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ გუნდის პრეზიდენტი არჩილ ბერიძე და გენერალური დირექტორი ასლან ბალაძე. მათ ახალგაზრდებს ახალი კონტრაქტები შესთავაზეს და კლუბის სამომავლო გეგმები გააცნეს.

ასლან ბალაძემ მოთამაშეებს მოტივაციური სიტყვით მიმართა:

„ამით არ უნდა დაკმაყოფილდეთ, პირიქით – უნდა იმუშაოთ, რომ დინამოს ძირითადის ფეხბურთელები გახდეთ. დღეს თქვენ გაქვთ შანსი, ითამაშოთ დინამო ბათუმში. ეს გუნდი არის ბრენდი, თქვენი კარიერული წინსვლის საშუალება. პირველი საქმე, რაც უნდა გააკეთოთ, არის შრომა. მამა გარდამეცვალა, მაგრამ პანაშვიდის დღესაც თამაშზე ჩამოვედი და ვითამაშე – ყველაფერი გვერდზე გადავდე ფეხბურთისთვის. მერე ისე წახვალთ დინებით ცხოვრებაში, რომ ამ ქალაქის მადლობელი დარჩებით.“

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ფეხბურთი