გამოგვიწერეთ

MMA

ღვინიაშვილი: ამიტომ გადავწყვიტე MMA-ში გადასვლა

გააზიარეთ

თბილისი 3 ოქტომბერს MMA-ს მასშტაბურ საღამოს უმასპინძლებს. ამ დღეს BRAVE და ქართული ორგანიზაცია GFC ერთობლივ შოუს ჩაატარებენ, სადაც ძიუდოს ყოფილი ვარსკვლავის, ბექა ღვინიაშვილის დებიუტი შედგება.

ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი და ოლიმპიური ტურნირების არაერთგზის მონაწილე სპორტსმენი ახალ კარიერას MMA-ში დაიწყებს. მისი პირველი მეტოქე აზერბაიჯანელი ფარიდ მირზაბეკოვი იქნება – მებრძოლი, რომელსაც უკვე ოთხი შეხვედრა აქვს გამართული და სამჯერ გამარჯვებით დასრულებული.

ღონისძიების ფორმატი განსაკუთრებულია: ქართველ მებრძოლებს მსოფლიოს ნაკრები დაუპირისპირდება. ათ ორთაბრძოლას შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ღვინიაშვილის ჩხუბი იქნება.

ბექა ღვინიაშვილმა ბრძოლის წინ BETSSON.SPORT.GE-სთან ვრცელი კომენტარი გააკეთა: 

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დებიუტი ასეთ ტურნირზე მაქვს. ჩემი თავი სპორტში არ ამომიწურია, ამიტომ გადავწყვიტე MMA-ში გადასვლა. ამ მოკლე დროში სერიოზულად ვემზადები და ზუსტად იმას ვაკეთებ, რაც საჭიროაა.

 

ძიუდოშიც ყოველთვის უფრო ძლიერებთან ვასპარეზობდი უკეთესად, ვიდრე სუსტებთან. ეს ჩემთვის კარგი გამოცდაა. ვეცდები, ბრძოლაში გამოვიყენო ყველა უნარი, რაც ვიცი. მეტოქე კიკბოქსიორია, ამიტომ ჭიდაობასა და გრეპლინგზე გავაკეთებ აქცენტს.

 

ძიუდოშიც ეფექტური გამარჯვებებით გამოვირჩეოდი და აქაც იგივე მიზანი მაქვს – ეფექტურად დავიწყო კარიერა. BRAVE იდეალური ორგანიზაციაა დებიუტისთვის.“

აღსანიშნავია, რომ იმავე საღამოს რაულ თუთარაული ქამრისთვის იჩხუბებს. ოქტაგონზე ვიხილავთ GFC-ს ჩემპიონ ლუკა გიორგაძესა და დიმიტრი ბოლქვაძეს. დიდ პაუზის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდება ვაჟა წიპტაურიც, რომელიც ქართულ ოქტაგონს 10-წლიანი შესვენების შემდეგ დაუბრუნდება

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად MMA