გამოგვიწერეთ

MMA

როდის ექნება ბექა ღვიანიშვილს MMA-ში დებიუტი?

გააზიარეთ

თბილისი 3 ოქტომბერს MMA-ს უნიკალურ საღამოს უმასპინძლებს. სწორედ ამ დღეს გაიმართება BRAVE-ისა და ქართული GFC-ს ერთობლივი შოუ, სადაც ქართველი ძიუდოისტის, ბექა ღვინიაშვილის დებიუტიც შედგება.

ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი და ოლიმპიადის არაერთგზის მონაწილე ღვინიაშვილი სპორტის ახალ მიმართულებას ოფიციალურად დაიწყებს. მისი პირველი ბრძოლა აზერბაიჯანელ ფარიდ მირზაბეკოვთანაა დაგეგმილი – მებრძოლთან, რომელსაც MMA-ში ოთხი შეხვედრა აქვს ჩატარებული და სამი მათგანი გამარჯვებით დაასრულა.

ღონისძიების ფორმატი განსაკუთრებულია: ქართველი მებრძოლები მსოფლიოს ნაკრებს დაუპირისპირდებიან. პროგრამაში ათი ორთაბრძოლაა ჩანიშნული, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სწორედ ღვინიაშვილის სადებიუტო ჩხუბი იქნება.

ქართველი გულშემატკივარი მოუთმენლად ელის, თუ როგორ გამოავლენს თავის უნარებს ტატამიდან ოქტაგონზე გადასული სპორტსმენი და შეძლებს თუ არა წარმატებული დასაწყისის დაფიქსირებას MMA-ში.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად MMA