გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

9 წლის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ძირითად ტურნირზე

გააზიარეთ

უეფას ჩემპიონთა ლიგის ძირითად ტურნირზე აზერბაიჯანული კლუბი საბაჰი მოხვდა, რომელიც 2017 წელსაა დაარსებული. აზერბაიჯანის ჩემპიონმა ფლეი ოფში ისრაელის გუნდი ბეერ შევას ჰაპოელი ოვერტაიმში 5:2 დაამარცხა.

მატჩის ძირითად დროში საბაჰმა 3:2 გაიმარჯვა და რადგან პირველი მატჩი ებრაელებს 2:1 ჰქონდათ მოგებული საჭირო დამატებითი ტაიმების ჩატარება გახდა. იქ კი აზერბაიჯანულმა კლუბმა ორი გოლი გაიტანა, ჰაპოელს კი ორი ფეხბურთელი გაუძევეს.

ჩემპიონთა ლიგის ძირითად ტურნირზე ითამაშებს ბოლო ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენა ბოდო გლიმტიც. ნორვეგიულმა კლუბმა ნიდერლანდური ნაიმეგენი ორი შეხვედრის ჯამში 6:1 (3:0, 3:1) დაამარცხა.

ავსტრიულმა ლასკმა შოტლანდიურ სელტიკთან პირველ შეხვედრაში წაგებული 0:3 შემდეგ სიტუაციის რადიკალურად შემობრუნება შეძლო. მათ ძირითად დროში 4:1 გაიმარჯვეს, ხოლო ოვერტაიმში კიდევ ერთი გოლი გაიტანეს.

საბაჰი (აზერბაიჯანი)ჰაპოელი (ბეერ შევა, ისრაელი) 5:2 (დდ)

პირველი მატჩი: 1:2

0:1 ზლატანოვიჩი (19); 1:1 ნვაჩუკვუ (38); 1:2 მიზრაჰი (61); 2:2 რაჰმინალიევი (74); 3:2 მუთალიმოვი (90); 4:2 მბინა (101); 5:2 მიკელსი (115)
გაძევება: დიოპი (100), პერეტზი (117)

ბოდო გლიმტი (ნორვეგია)ნაიმეგენი (ნიდერლანდები) 3:0

პირველი მატჩი: 3:1

1:0 ბიორკანი (45); 2:0 ოკლენდი (45); 3:0 ფონვილი (73სკ)

ლასკი (ავსტრია)-სელტიკი (შოტლანდია) 5:1 (დდ)

პირველი მატჩი: 0:3

0:1 მაკგრეგორი (21); 1:1 უსორი (32); 2:1 ლუბიჩიჩი (48); 3:1 ადენირანი (58); 4:1 ფლეკერი (90); 5:1 ადენირანი (109)

ავტორი: კახა მიხანაშვილი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ევროტურნირები