
ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მეორე სათამაშოდღესაც ექვსი მატჩი გაიმართა და საკმაოდ უხვგოლიანიც გამოდგა.
თასის მოქმედმა მფლობელმა პარი სენ-ჟერმენმა ბრატისლავის სლოვანს უმასპინძლა და 6:1 გაანადგურა.
მატჩი იმით დაიწყო, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის 2025-26 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო გადასცეს. კვარა „პარკ დე პრენსზე“ ლეგენდარულმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა, ლუიშ ფიგუმ დააჯილდოვა.
ერთია, სლოვანთან ჩვენებურს არ უთამაშია და 90 წუთის სათადარიგოთა სკამზე გაატარა. ანგარიშიდან გამომდინარე, ამის საჭიროება არ ყოფილა. სლოვანის განადგურებაში კი, დიდი როლი უსმან დემბელემ და ფერან ტორესმა ითამაშეს.
დემბელემ დუბლი შეასრულა, რასაც ორი საგოლე პასიც მიაყოლა, ხოლო ფერან ტორესმა სულაც ჰეთ თრიქი შეასრულა, რასაც ფაბიან რუისმაც დაუმატა. სტუმრებმა მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხეს.
პსჟ მომდევნო ტურში სიტის ესტუმრება, სლოვანი კი შტუტგარტს უმასპინძლებს.
არ უთამაშია გიორგი მამარდაშვილსაც, რომელმაც 90 წუთი ასევე სათადარიგოთა სკამზე გაატარა. ლივერპულმა კი, მადრიდის ატლეტიკოს 2:1 მოუგო.
თავიდან მადრიდელები მარკოს ლორენტეს გოლით დაწინაურდნენ. თუმცა, ინგლისელებმა ტაიმის მიწურულს დომინიკ სობოსლაის გოლით გაათანაბრეს, მეორე ტაიმში კი ალექსის მაკალისტერმა გოლით მოიგეს კიდეც.
ატლეტიკო მომდევნო ტურში მანჩესტერს უმასპინძლებს, ხოლო ლივერპული ავსტრიაში ლინცერს ესტუმრება.
ტურნირი გამარჯვებით დაიწყო გასული სეზონის ფინალისტმა არსენალმაც. ლონდონელებმა ნეაპოლში, ნაპოლის 1:0 მოუგეს. გამარჯვების მომტანი გოლი მარტინ ოდეგორის ანგარიშზეა.
ნაპოლი მომდევნო ტურში ვილიარეალს ესტუმრება, ხოლო არსენალი ლილს საკუთარ მოედანზე დაუხვდება.
სპორტინგმა შინ გალათასარაი 3:1 დაამარცხა. თავიდან აქაც სტუმრები დაწინაურდნენ –გონსალო ინასიომ ბურთს ადგილი საკუთარ კარში მიუჩინა, მაგრამ ლისაბონელებმა მაინც იძალეს: ჯერ ჯერი კატამომ გაიტანა, მერე ლუის სუარესმა და ბოლოს სალაზარმა ლისაბონელებს სამი ქულა მოუტანეს.
სპორტინგი მომდევნო ტურში ლანსს ესტუმრება, ხოლო გალათასარაი ბარსელონას უმასპინძლებს.
ბარსელონამ კი სეზონი შესანიშნავად დაიწყო და პირველივე ტურში ნიდერლანდური ფეინოორდი 5:1 გაანადგურა.
პირველივე ტაიმში რაფინიამ და კარიმ ადეიემიიმ შეაგდეს, მეორე ტაიმის დასაწყისში რაფინიამ დუბლი შეასრულა. მერე იყო ლამინ იამალის მაგარი ჯარიმა, რასაც სტუმრებმა გოლით უპასუხეს, მაგრამ ოთხბურთიანი სტატუს ქვო გაბრიელ ჟეზუშის გოლით აღდგა.
ბარსელონაზე გითხარით და ფეიენოორდი კი კომოს უმასპინძლებს.
შტუტგარტმა ნორვეგიული ვიკინგი 3:1 დაამარცხა. ოთხივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა: ერმედინ დემიროვიჩმა ჰეთ-თრიქი შეასრულა და ამ სეზონში პირველია ვინც სამჯერ გაიტანა. ისიც აღსანიშნავია, რომ დემოროვიჩმა ეს 12 წუთში გაახერხა.
ვიკინგი მომდევნო ტურში ბაიერნს უმასპინძლებს, შტუტგარტზე კი ზემოთ გითხარით.
სპორტინგი-გალათასარაი 3:1
0:1 ინასიო (5სკ); 1:1 კატამო (27); 2:1 სუარესი (57პ); 3:1 სალაზარი (63)
პარი სენ ჟერმენი-სლოვანი 6:1
1:0, 2:0 დემბელე (17, 23); 3:0, 4:0, 5:0 ტორესი (31, 47, 57); 5:1 კამარა (58); 6:1 რუისი (87)
ნაპოლი-არსენალი 0:1
0:1 ოდეგორი (75)
ლივერპული-ატლეტიკო 2:1
0:1 ლორენტე (17); 1:1 სობოსლაი (40); 2:1 მაკალისტერი (50)
ბარსელონა-ფეიენოორდი 5:1
1:0 რაფინია; 2:0 ადეიემი; 3:0 რაფინია; 4:0 იამალი (77); 4:1 სტეინი; 5:1 ჟეზუში (85)
შტუტგარტი-ვიკინგი 3:1
1:0 დემიროვიჩი (20); 1:1 ტრიპიჩი (22); 2:1, 3:1 დემიროვიჩი (26, 32)
იხილე მეტი
-
საქართველოს ჩემპიონატი
/ 36 წამი agoრუსთავი ქულებს კარგავს, ბათუმი – აგროვებს
გააზიარეთკრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 25-ე ტური სამი მატჩით დაიწყო და მოვლენები ისე განვითარდა, ტომ სატურნირო...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ევროტურნირები
/ 19 წუთი agoკვარაცხელიას პრიზი მისცეს, დრო – არა
გააზიარეთჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მეორე სათამაშოდღესაც ექვსი მატჩი გაიმართა და საკმაოდ უხვგოლიანიც გამოდგა. თასის...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ძიუდო
/ 11 საათის agoაკაკი ჯაფარიძე: პასუხისმგებლობას არ გავურბივარ
გააზიარეთქართველი ჯუდოკა აკაკი ჯაფარიძე განცხადებას ავრცელებს, სადაც ბუნდესლიგაში მომხდარ ინციდენტზე განმარტებას აკეთებს. ჯაფარიძე ამბობს,...
ავტორი Giorgig