გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

დინამო ლიდერს მიუახლოვდა, მეშახტე – გავარდნას

გააზიარეთ

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მესამე წრის ბოლო ტური დაიწყო. ორი მატჩი გაიმართა – ერთი ფრედ დასრულდა, ერთიც უხვგოლიანი გამოდგა.

​​​​​​​გაგრა-მეშახტე 1:1

თბილისი. პეტრო არენა

1:0 ჭავჭანიძე (25); 1:1 კვირკვია (83)

ცხრილიდან გამომდინარე, ფრე არცერთ გუნდს არ აწყობდა. გაგრა ცდილობს, რომ მერვე ადგილიდან ზემოთ აიწიოს, ხოლო მეშახტე ბოლოზეა და ყველა მოუგებელი მატჩი გავარდნასთან აახლოვებს.

მომენტები ორივე გუნდს საკმაოდ ჰქონდა: ჯერ გაგრა დაწინაურდა – შეტევაში ჩართულმა მცველმა ზურაბ ჭავჭანიძემ ალექსანდრე ფეიქრიშვილის პასით გაიტანა; ტყიბულელებმა ბოლოს გაათანაბრეს – ცოტნე ფაცაციას ჩაწოდება, მათე კვირკვიას თავური და 1:1.

სამგურალი-დინამო (თბ) 2:3

წყალტუბო. საფეხბურთო ცენტრი

1:0 გეგეჭკორი (12პ); 1:1 ტეიშეირა (28); დოლტმურზიევი (37); 2:2 გეგეჭკორი (42); 2:3 ნინუა (74)

წყალტუბოში დაძაბული მატჩი ვნახეთ: თავიდან სამგურალი დაწინაურდა – ლაშა შერგელაშვილმა საჯარიმო შეასრულა, ბურთი ცოცხალ კედელში მდგომ გიორგი ხარაიშვილს ხელზე მოხვდა და VAR-ზე გადამოწმების მერე პენალტი, რომელიც ლევან გეგეჭკორმა გაიტანა.

დინამო უფრო მოინდომა და არათუ გაათანაბრა, არამედ დაწინაურდა კიდეც: ჯერ პარის ფსალტისის პასი მაქსიმ ტეიშეირამ გამოიყენა და დაბალ კუთხეში ზუსტად დაარტყა; ხოლო მალევე ნიკა ნინუას თავით გაკეთებულ პასს ჰალიდ დოლტმურზიევის ზუსტი დარტყმა მოჰყვა; სამგურალმა ისევ გეგეჭკორის გოლით გაიხარა. გამოცდილმა მარჯვენაფლანგელმა მახვილი კუთხიდან ძლიერი დარტყმით გაათანაბრა ანგარიში.

მეორე ტაიმში დინამომ მოახერხა უპირატესობის მოპოვება და 74-ე წუთზე ნიკა ნინუამ დინამო წინ გაიყვანა. ბარნს ოსეიმ დაარტყა, მეკარე არსენ სიუკაევმა მოიგერია ბურთი და ნინუამ დაამატა – 2:3.

სატურნირო ცხრილი:

1.რუსთავი 26 13 7 6 32-21 46

2.დინამო (თბ) 26 12 9 5 43-29 45

3.დინამო (ბთ) 26 12 8 6 43-34 44

4.იბერია 25 13 4 8 35-28 43

5.დილა 26 11 4 11 34-29 37

6.ტორპედო 26 9 9 8 41-31 36

7.სამგურალი 27 9 5 13 38-52 32

8.გაგრა 27 6 11 10 25-37 29

9.სპაერი 26 5 10 11 33-39 25

10.მეშახტე 27 2 11 14 20-44 17

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი