გამოგვიწერეთ

ინტერვიუ

გიორგი დიხამინჯია: მჯერა, ევროპაზე სენსაციას მოვახდენთ

გააზიარეთ

ქართულ სპორტში  ოქროს ხანა დგას. ინდივიდუალურ სპორტის სახეოებებში წარმატებებს მიჩვეულნი ვიყავით და უკვე გუნდურ სახეოებებშიც გვაქვს სიხარულის  და სიამაყის განცდა. ფეხბურთელებისგან ევროპის ჩემპიონატზე გასვლის სიხარული ჯერ კიდევ არ გაგვნელებია და ამასობაში საქართველოს ხელბურთის ნაკრებმა, ზედიზედ მეორედ, შეძლო ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე კვალიფიცირება.  ტიტე კალანდაძის გაწვრთნილმა გუნდმა გადამწყვეტ შეხვედრაში საბერძნეთი 29:26 დაამარცხა.

ისტორიული გამარჯვების შემდეგ, etablo.ge საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი დიხამინჯიას ესაუბრა.

 

საბერძნეთთან გამარჯვება

“ურთულესი მატჩი მოვიგეთ. რა თქმა უნდა, ველოდით ასეთ წინააღმდეგობას, თუმცა, კონკრეტულად ამ მატჩისთვის, მეტოქე კარგად გვყავდა შესწავლილი. მატჩის წინ, ბიჭებმა   ერთმანეთში ვისაუბრეთ ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ თამაშს.  სათამაშოდ ისეთი მოტივირებულნი გავედით, რომ ყველაფრისთვის მზად ვიყავით. ”

 

ქართველი გულშემატკივრის ფაქტორი

“თამაშამდე ვნახულობდით ცნობილი ადამიანების მიმართვებს, რომლებიც ხალხს მატჩზე მოსვლისკენ მოუწოდებდნენ.  ველოდით, რომ ამ მატჩზე ბევრი გულშემატრკივარი გვეყოლებოდა. მენტალურადაც მზად ვიყავით ამ ყველაფრისთვის. , როცა, სასწორზე ევროპის ჩემპიონატის საგზური დევს, პასუხისმგებლობა და სტრესი დიდია, მაგრამ უკვე საკმაოდ გამოცდილი გუნდი ვართ, რომ ეს ყველაფერი მოტივაციად ვაქციოთ.

 

 

მატჩის დასაწყისში კაპიტნის ტრავმა 

მენტალურად უდიდესი დარტყმა იყო მატჩის სტარტზე თემურ ორჯონიკიძის გამოკლება. ტაქტიკურადაც ბევრი კომბინაცია თემოს გავლით ხორციელდება. თავიდან იყო დაბნეულობა,  მაგრამ  ჩვენი პროფესიონალიზმის და მენტალური სიმტკიცის ხარჯზე, ეს მოტივაციის წყაროდ ვაქციეთ.  მოედანზე ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ტრავმირებული მოთამაშეებისთვის და ერთმანეთისთვის ვთამაშობდით.

 

მოლოდინი ევროპის ჩემპიონატზე

“ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ჯგუფშ მოვხვდით. წინა ევროპის ჩემპიონატიდან, შვედეთთან და ნიდერლანდებთან თამაშის გამოცდილება გვაქვს. შვედეთი უძლიერესი ნაკრებია, 2022 წლის ევროპის ჩემპიონი. ხორვატია წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტია. ნიდერლანდებიც საკმაოდ კარგი მოთამაშეებით დაკომპლექტებული. წინა ევროპის ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა ნიდერლანდებთან წავაგეთ.   წინა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ჩვენი ნაკრები საგრძნობლად გაზრდილია და ვფიქრობ მომავალ ევროპაზე  სენსაციებს მოვახდენთ და ჯგუფიდან გასვლას შევძლებთ. ”

 

 

ხელბურთში 2026 წლის ევროპის ჩემპიონატი  15 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით დანია,   ნორვეგიასა და შევდეთში გაიმართება.

 

ფოტოები: მარიამ გაგნიძე

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ინტერვიუ