გამოგვიწერეთ

ხელბურთი

საქართველო ჯგუფში ნაცნობ მეტოქეებთან მოხვდა

გააზიარეთ

2026 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა მეტოქეთა ვინაობა შეიტყო. ტიტე კალანდაძის გუნდი E ჯგუფში მოხვდა, მეტოქეებად შვედეთი, ხორვატია და ნიდერლანდები ერგო.

ევროპირველობას სამი ქვეყანა (დანია, ნორვეგია, შვედეთი) მასპინძლობს, ჩვენს ჯგუფს კი, შვედეთის ქალაქი მალმიო უმასპინძლებს. წილისყრის სრული შეედეგები ასეთია:

A ჯგუფი: გერმანია, ესპანეთი, ავსტრია, სერბეთი;

B ჯგუფი: დანია, პორტუგალია, ჩრ.მაკედონია, რუმინეთი;

C ჯგუფი: საფრანგეთი, ნორვეგია, ჩეხეთი, უკრაინა;

D ჯგუფი: სლოვენია, ფარერები, მონტენეგრო, შვეიცარია;

E ჯგუფი: შვედეთი, ხორვატია, ნიდერლანდები, საქართველო;

F ჯგუფი: უნგრეთი, ისლანდია, პოლონეთი, იტალია;

საქართველოს ნაკრები 2026 წლის 17, 19 და 21 იანვარს თამაშებს. ჯგუფებიდან ორ-ორი საუკეთესო მომდევნო ეტაპზე გავა, სადაც ორი ექვსგუნდიანი ჯგუფი შეიქმნება. აი, იქიდან კი, ჯგუფების პირველ-მეორე ადგილოსნები ნახევარფინალებში დაწყვილდებიან, ხოლო მესამეადგილოსნები მეხუთე ადგილისთვის ითამაშებენ.

შეგახსენებთ, კალანდაძის გუნდმა საკვალიფიკაციო ეტაპზე ექვსი მატჩიდან სამში იმარჯვა, ისლანდიის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა, საბერძნეთსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას აჯობა და ფინალურ ეტაპზე ზედიზედ მეორედ გავიდა.

ჩვენებმა ევროზე პირველად 2024 წელს ითამაშეს. აღსანიშნავია, რომ მაშინ ჩვენებს ჯგუფში ორი ისეთი გუნდი ჰყავდა, რომლებიც ამჯერადაც ერგო – შვედეთი და ნიდერლანდები. მაშინ საქართველომ ნარინჯისფერებთან 29:34 დათმეს, ხოლო სკანდინავიელებთან 26:42 წააგეს. თუმცა, მთლად უქულოდაც არ წამოსულან – ბოსნიას 22:19 აჯობეს და 24 მონაწილეს შორის მე-18 ადგილი დაიკავეს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ხელბურთი