გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

კიტეიშვილი პრემიერ ლიგაში?

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრების და  გრაცის შტურმის ერთ-ერთ ლიდერს, ოთარ კიტეიშვილს ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა. ქართველი  გუნდთან ერთად ავსტრიის ჩემპიონი გახდა და ზედიზედ მეორედ ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

ბრწყინვალე სეზონის შემდეგ, კიტეიშვილის მიმართ ინტერესი წამოვიდა.  ავსტრიული  Krone-ს ინფორმაციით,  29 წლის ნახემარცველის გადაბირებით პრემიერ  ლიგის კლუბები – ბარნლი; სანდერლენდი და ლიდს იუნაიტედი არიან დაინტერესებულნი. სამივე გუნდი ინგლისის საფეხბურთო ელიტაში წელს აღზევდნენ.

 

წლევანდელ სეზონში, კიტეიშვილს 32 შეხვედრაში  12 გოლი და 5 საგოლე პასი ჰქონდა.

ბოლო ქართველი, რომელმაც ინგლისის  პრემიერ ლიგაში ითამაშა ზურაბ ხიზანიშვილი იყო.  ხიზანამ, პრემიერ ლიგაში ბოლო სეზონი ბლექბერნის მაისურით ბოლო სეზონი  2008-09 წლებში ჩაატარა.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები