გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

8 ქართველი ჩემპიონი – ლეგიონერების ბრწყინვალე სეზონი

გააზიარეთ

2024/25 წლების საფეხბურთო სეზონი დასასრულს უახლოვდება და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველი ლეგიონერებისთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა.

8 ქართველმა ფეხბურთელმა თავის კლუბთან ერთად ქვეყნის ჩემპიონობა იზეიმა.

ხვიჩა კვარაცხელია საერთოდ ორი ქვეყნის ჩემპიონი გახდა. ქართველმა ვარსკვლავმა  სეზონი ნაპოლის შემადგენლობაში დაიწყო და 17 მატჩში 5 გოლი, 3 საგოლე პასი მიითვალა. მიუხედავად იმისა, რომ მან პარტინოპეი იანვარში დატოვა, მაინც გუნდში მეოთხე საუკეთესო მაჩვენებელი აქვს.   ახალ კლუბთან (პსჟ) კი, საფრანგეთის ლიგა 1-ის და თასის გამარჯვებული გახდა. სულ რაღაც 5 დღეში მას ჩემპიონთა ლიგის ფინალი ელის.

 

მორიგი ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა გრაცის შტურმის შემადგენლობაში ოთარ კიტეიშვილს.  ქართველი ნახევარმცველი ავსტრიის ჩემპიონი გახდა და ზედიზედ მეორედ დაასახელეს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად.

კლუბებთან ერთად ჩემპიონები გახდნენ: გიორგი გოჩოლეიშვილი, გურამ კაშია, ირაკლი აზაროვი, ლაშა ოდიშარია, გიორგი გულიაშვილი და ვასილიოს გორდეზიანი.

ჩემპიონი არ გამხდარა, მაგრამ ლევატესთან ერთად ლა ლიგის საგზური მოიპოვა გიორგი ქოჩორაშვილმა. “კაპიტანი საქართველო” მომავალი სეზონიდან კარიერას ლისაბონის სპორტინგში განაგრძობს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები