გამოგვიწერეთ

ნაკრები

რამაზ სვანაძე: ყველასთან მოსაგებად ვიბრძოლებთ

გააზიარეთ

ხვალ, სლოვაკეთში 21-წლამდელ ფეხბურთელთა შორის ევროპის ჩემპიონატი იწყება. ტურნირზე საქართველო ზედიზედ მეორედ იასპარეზებს. პირველ შეხვედრაში “ჯვაროსნები” პოლონეთს შეხვდებიან.

დღეს, ჩვენი გუნდის მთავარმა მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

“უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ უკვე მეორედ ვთამაშობთ ევროპის ჩემპიონატზე. შარშან, ევროპაზე ეროვნულმს ნაკრებმაც ითამაშა. მესამე ზაფხულია საქართველო ევროპას არ ტოვებს და ეს არის ის სტაბილურობა, რომლისთვისაც ვმუშაობთ და რომლისკენაც მივდივართ.

სამწუხაროდ, ტრავმების გამო რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გამოგვაკლდა. მოსამზადებლად მცირე დრო გვქონდა, მაგრამ ყველამ ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთეთ, რომ ტურნირს სრულ მზადყოფნაში შევხვედროდით.

ჩვენი გეგმა ასეთია, ყველა მატჩში, ყველა მეტოქესთან გავდივართ მოსაგებად.” – თქვა რამაზ სვანაძემ

საქართველო-პოლონეთის შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით,  23:00-ზე გაიმართება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ნაკრები