გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

UEFA-მ კვარაცხელია სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა

გააზიარეთ

ჩემპიონთა ლიგაში გამართული პირველი მეოთხედფინალური მატჩების შემდეგ, UEFA-მ ხვიჩა კვარაცხელია სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ლივერპულთან (2:0) მატჩში გაიტანა, პსჟ-ს კომფორტული სხვაობით მოაგებინა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელეს.

კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში რვა გოლი და ოთხი პასი დაუგროვდა. ამ შედეგით მხოლოდ კილიან მბაპესა (14+1) და ხულიან ალვარესს (9+4) ჩამორჩება. ხოლო გატანილი გოლებით მეხუთე ადგილზეა.

მეოთხედფინალური სერიის პირველი მატჩების სიმბოლური ნაკრები კი ასე გამოიყურება:

მეკარე: ნოიერი (ბაიერნი);

მცველები: არაუჟო (სპორტინგი), ლე ნორმანი (ატლეტიკო), მარკინიოსი (პსჟ), სტანშიჩი (ბაიერნი);

ნახევარმცველები: კიმიხი (ბაიერნი), ნევეში (პსჟ), კაი ჰავერცი (არსენალი);

თავდამსხმელები: ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ), ლამინე იამალი (ბარსელონა), ხულიან ალვარესი (ატლეტიკო).

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ევროტურნირები