გამოგვიწერეთ

სხვა...

ავთანდილ ასათიანი – საჩუქარი არავისთვის ვიქნებით

გააზიარეთ

ფუტზალში, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, რომელიც სტარტს 27 იანვარს აიღებს და 7 თებერვლამდე გასტანს, საქართველოს ნაკრების მეტოქეები საფრანგეთის, ხორვატიის და ლატვიის გუნდები იქნებიან. A ჯგუფის მატჩები, სადაც ჩვენი გუნდი ცდის ბედს ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიმართება.

წილისყრის შედეგები შეაფასა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა:

„ძალზედ ძლიერ ჯგუფში მოვხვდით, თუმცა ისიც გვესმის, რომ ევროპის ჩემპიონატზე იოლი მეტოქეები არ არსებობს. კარგი ის არის, რომ ყველა მოწინააღმდეგეს ვიცნობთ, საფრანგეთთან ერთად სულაც ერთ საკვალიფიკაციო ჯგუფში ვიყავით. ყოველწლიურად პროგრესირებს ლატვიის ნაკრებიც, რომელიც ტურნირის მასპინძელია.

წინა ევროპის ჩემპიონატზე საკმაო გამოცდილება მივიღეთ და იმედი მაქვს ეს ფაქტორი წაგვადგება. მერწმუნეთ, საჩურაქი არავისთვის ვიქნებით.

მნიშვნელოვანი ბარიერი გადავლახეთ, ახლა კი რაღაც განსხვავებულის დროა. გამოჩნდება რამდენად მზად ვართ ტოპ გუნდებთან თამაშისთვის. 

მოსამზადებელი ეტაპი ზედმიწევნით კარგად დავგეგმეთ. აუცილებელია, რომ ევროპის ჩემპიონატს ფორმის პიკზე შევხვდეთ“ – აღნიშნავს ავთანდილ ასათიანი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

იხილეთ სრულად სხვა...