გამოგვიწერეთ

ძიუდო

აკაკი ჯაფარიძე: პასუხისმგებლობას არ გავურბივარ

გააზიარეთ

ქართველი ჯუდოკა აკაკი ჯაფარიძე განცხადებას ავრცელებს, სადაც ბუნდესლიგაში მომხდარ ინციდენტზე განმარტებას აკეთებს. ჯაფარიძე ამბობს, რომ პასუხისმგებლობას არ გაურბის, თუმცა განმარტავს, რომ გერმანელმა მოწინააღმდეგემ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და უხამსი ჟესტი გააკეთა, რამაც  მისი აღშფოთება გამოიწვია.

აკაკი ჯაფარიძე:

ნებისმიერი სახის ფიზიკური აგრესია სპორტში მიუღებელია. მომხდარზე პასუხისმგებლობას არ გავურბივარ. თუმცა, მინდა მკაფიოდ აღვნიშნო, რომ ეს ინციდენტი სპორტული მარცხით გამოწვეული ემოციის შედეგი არ ყოფილა.

ჩემს კარიერაში გამარჯვებასთან ერთად მარცხიც ყოფილა უფრო მნიშვნელოვან შეხვედრებში, წაგებაც ღირსეულად მიმიღია და არასდროს ყოფილა მარცხი იმის მიზეზი, რომ მოწინააღმდეგის მიმართ აგრესია გამომევლინა.

მიზეზი სხვა იყო – უშუალოდ მეტოქის მხრიდან როგორც სიტყვიერი, ასევე ჟესტიკულაციით შეურაცხმყოფელი ქმედება, რაც ასევე სრულიად მიუღებელია სპორტში და სპორტული ეთიკის ფარგლებში. პირველ რიგში მიუღებელია ჩემთვის, როგორც ქართველისთვის და კაცისთვის. მადლობა ყველას ვინც მხარს მიჭერს”.

ჯაფარიძემ გერმანიის ბუნდესლიგაში გერმანელ მოწინააღმდეგეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ქართველმა ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ მეტოქეს სამჯერ ჩაარტყა, რის გამოც მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ავტორი: კახა მიხანაშვილი.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ძიუდო