გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

ალონსოს შავ სიაში ოთხი ფეხბურთელია

გააზიარეთ

ჩაბი ალონსო მადრიდის რეალში მოსვლის შემდგომ თავისი იდენტობის დანერგვას ცდილობს, რასაც ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება.

ესპანური მედია იტყობინება, რომ ესპანელმა სპეციალისტმა ფლორენტინო პერესს შეატყობინა იმ ხუთ ფეხბურთელზე, რომლებიც მის გეგმებში სხვადასხვა მიზეზით არ შედიან.

არასტაბილური ფიზიკური კონდიციების გამო ალონსოს დავიდ ალაბასა და ფერლან მენდის გაშვება სურს. ხშირი ტრავმიანობის გამო, მათ ძირითად შემადგენლობაში თამაშის შესაძლებლობა იშვიათად ეძლევათ.

მათ გარდა რეალში მომავალი აღარ უწერიათ რაულ ასენსიოსა და ბრაჰიმ დიაზს. ასენსიოს წინა სეზონში რამდენიმე გამორჩეული ეპიზოდის მიუხედავად, იგი ალონსოს გეგმებში აღარ შედის, რაც მის სათამაშო დროზეც აისახა, ხოლო დიაზის პროფილის მოთამაშე ჩაბისთვის სრულიად მიუღებელია.

შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ რეალში ამ ფეხბურთელების ბოლო სეზონს ვადევნებთ თვალს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

იხილეთ სრულად ტრანსფერები