გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

არსენალმა სუპერთასი აღმართა

გააზიარეთ

ლონდონის არსენალმა ინგლისის სუპერთასი მოიპოვა. ,,მეთოფეებმა” მანჩესტერ სიტის იოლად, 3-0 სძლიეს.

არსენალმა პირველივე შეტევა გოლით დაასრულა.
24-ე წამზე მაილს ლუის-სჯელის გადაცემით მეკარესთან ერთიერთზე დარჩენილმა იტალიელმა რიკარდო კალაფიორიმ ბურთუ კარის ბადეში გაახვია.

28-ე წუთზე ,,მეთოფეები” წინ, ორბურთიანი უპირატესობით გავიდნენ. მარტინ ოდეგორის საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე თავით ბერძენმა ხრისტოს ცოსილმა ითამაშა. ელადელს ,,ასისტი” გამოუვიდა. შეტევა კი თავური დარტყმით გერმანელმა კაი ჰავერცმა დააგვირგვინა

მეორე ტაიმის სტარტზე, 48-ე წუთზე არსენალმა, კიდევ ერთი გოლი გაიტანა. ხრისტოს ცოსილმა მეორე საგოლე გადაცემა მიითვალა. მისი ,,ასისტის” შემდეგ ბურთი საჯარიმოში მარტინ ოდეგორმა მიიღო, გზას ერთი მცველი ჩამოცილა და ანგარიში 3-0 გახადა.

დარჩენილ დროში არსენალმა თამაში გამარჯვებამდე მშვიდად მიიყვანა. ლონდოლებმა 3-0 გაიმარჯვეს და ახალ სეზონში პირველი ტიტული მოიპოვეს.

ლონდონის არსენალი ინგლისის თასის მფლობელი ისტორიაში მეთვრამეტედ გახდა.

ინგლისის სუპერთასი
კარდიფი, ,,პრინციპალიტი”
არსენალი 3:0 მანჩესტერ სიტი
1-0 კალაფიორი (1), 2-0 ჰავერცი (28), 3-0 ოდეგორი (48).

ავტორი: კახა მიხანაშვილი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ფეხბურთი