გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

დრამა ზაგრებში

გააზიარეთ

უეფას ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის პირველ საკვალიფიკაციო მატჩში, სადაც ერთმანეთს ზაგრების დინამო და დანიური ვიკინგი დაუპირისპირდნენ ნამდვილი ტრილერი გათამაშდა.
შეხვედრა უხვგოლიანი გამოდგა და ფრედ 2:2  დასრულდა.

ზაგრებში გამართულ მატჩში
ადგილობრივი დინამო სწრაფადვე ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა
მეექვსე წუთზე შვედ მატეო ვინლოფის გადაცემის შემდეგ დიონ ბელიომ იხეირა.
მეათე წუთზე ბელიო ასისტენტის როლში მოგვევლინა. მისი გადაცემა გოლით მატეო ლისიცამ დააგვირგვინა.

ორი გოლის გაშვების შემდეგ ვიკინგები გამოცოცხლდნენ და პირველივე ტაიმში წონასწორობა აღადგინეს.

26-ე წუთზე პეტერ კრისტიანსენმა ანგარიში შეამცირა.
39-ე წუთზე კი ნორვეგიელდმა ზლატკო ტრიპიჩმა დინამოს მეკარე ივან ნევისტიჩი დაამწუხრა.

მეორე ნახევარში გოლის გატანა ვერცერთმა გუნდმა ვეღარ შეძლო. შეხვედრა ფრედ დასრულდა და ყველაფერი დანიაში გაირკვევა.

ფრედ დასრულდა დღეს გასამართი, კიდევ ორი მატჩიც.

უეფას ჩემპიონთა ლიგა
ფლეი- იფი
პირველი მატჩები

დინამო (ზაგრები, ხორვატია)
2:2 ვიკინგი (დანია)
1-0 ბელიო (6), 2-0 ლისიცა (10), 2-1 კრისტიანსენი (26), 2-2 ტრიპიჩი (39)

ლევსკი (ბულგარეთი) 0:0
აეკი (საბერძნეთი)

ფენერბაჰჩე (თურქეთი) 1:1
ლიონი (საფრანგეთი)
0-1 ოპენდა (40), 1-1 გრინვუდი (47).

განმეორებითი მატჩები 26 აგვისტოს გაიმართება.

ავტორი: კახა მიხანაშვილი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ევროტურნირები