გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ლივერპული კვლავ ვერ იგებს – იუნაიტედმა სამი ქულა მოიპარა

გააზიარეთ

პრემიერ ლიგის ახალი სეზონი ლივერპულმა არც თუ ისე დამაჯერებლად დაიწყო, გუნდის წაგებათა სერია კი ალისონ ბეკერის ტრავმასა და გიორგი მამარდაშვილის ძირითად შემადგენლობაში დაყენებას მოჰყვა.

ინგლისის ჩემპიონატის მე-8 ტურში ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთი კლასიკა, ლივერპული – მანჩესტერ იუნაიტედი ვიხილეთ. შესაშურ ფორმაში არცერთი გუნდი არაა, თუმცა საკმაოდ მოულოდნელად, წითელმა ეშმაკებმა სტუმრად, ენფილდზე სამი ქულა მოიპოვეს.

ანგარიში მეორე წუთზე ბრაიან მბიუმომ გახსნა, ტაიმი კი რუბენ ამორიმის გუნდმა მოიგო. ანგარიშის გათანაბრება 78-ე წუთზე კოდი გაკპომ შეძლო, თუმცა სტუმრებმა 84-ე წუთზე ჰარი მაგუაიერის გამარჯვების გოლით მოიგეს.

გიორგი მამარდაშვილი ლივერპულის ძირითადი მეკარე იყო. გაშვებული ორი გოლის გარდა გიორგიმ ორი სეივის გაკეთება შეძლო, თუმცა საბოლოო შედეგი, რა თქმა უნდა, არადამაკმაყოფილებელია – მორიგი მარცხი და ორი გაშვებული გოლი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

იხილეთ სრულად ლეგიონერები