გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

მანჩინის იტალიის ნაკრები ჩააბარეს

გააზიარეთ

რობერტო მანჩინი იტალიის ნაკრებში დაბრუნდა. მან იტალიის ფეხბურთის ფედერაციასთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მანჩინი ,,სკუადრა აძურას” 2018–2023 წლებშიც წვრთნიდა. მის დროს იტალიის ნაკრებმა 2020 წლის ევროპის ჩემპიონატი მოიგო და ასევე 38-მატჩიანი წაუგებელი სერიით რეკორდი დაამყარა.

რობერტო მანჩინიმ სამწვრთნელო კარიერა 2001 წელს ფიორენტინაში დაიწყო. იგი იტალიის ნაკრების გარდა ლაციოს, ორჯერ ინტერს, ასევე მანჩესტერ სიტის, გალათასარაის, ზენიტს, საუდის არაბეთის ნაკრებს და ყატარის გუნდ ალ სადს წვრთნიდა.

მანჩინის საკლუბო ასპარეზზე ყველაზე წარმატებული მილანის ინტერში იყო. მან ,,ნერაძურასთან” ერთად სკუდეტო სამჯერ მოიპოვა.

ავტორი: კახა მიხანაშვილი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ფეხბურთი