გამოგვიწერეთ

კალათბურთი

მარცხი და სუსტი მატჩები

გააზიარეთ

პირველი ტურისგან განსხვავებით, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მეორე მატჩებში მარცხი იწვნიეს სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო რაფტორსმა და გოგა ბითაძის ორლანდომ.

კანადელები მამუკელაშვილის ყოფილ გუნდს მილუოკი ბაქსს დაუპირისირდნენ და 116:122 დამარცხდნენ. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე გატარებულ 16 წუთში ოდენ ოთხ ქულას მოუყარა თავი. მის ანგარიშზე იყო ასევე სამი მოხსნა და ერთი შედეგიანი გადაცემა.

რაც შეეხება გოგა ბითაძეს და მის ორლანდოს, საკუთარ არენაზე ატლანსტასთან 107:111 წააგეს. ჩვენებურმა ცენტრმა 17 წუთში სამი ქულა, ხუთი მოხსნა და ორი დაფარება მოინადავლა.

მომდევნო მატჩს ტორონტო 27 ოქტომბერს სტუმრად დალასთან, ხოლო ორლანდო შინ ჩიკაგოსთან გამართავს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად კალათბურთი