გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

მოპარული ტრანსფერი – ებერეჩი ეზე მეთოფეა

გააზიარეთ

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ლონდონის არსენალი აქტიურობას აგრძელებს.

რამდენიმე კვირის წინ გავრცელებული ინფორმაციით, მეთოფეებს კრისტალ პალასის ლიდერის, ებერეჩი ეზეს დამატება სურდათ, თუმცა პრობლემა მისი სატრანსფერო ღირებულება იყო.

სწორედ ამის გამო, ეზეს ტრანსფერზე ლონდონის ტოტენჰემი გააქტიურდა და ებერეჩი თითქმის გაიფორმა კიდეც – ფეხბურთელთან კონტრაქტი შეთანხმებული იყო, გუნდები კი მოლაპარაკებების ბოლო ეტაპზე იყვნენ მისულნი.

ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც კაი ჰავერცის ტრავმის გამო არსენალი ბაზარზე დაბრუნდა. მეთოფეები კრისტალ პალასს დაუკავშირდნენ და ეზეს სანაცვლოდ 60 მილიონს + გამარტივებული საბონუსე სისტემა შესთავაზეს, რაზეც “არწივები” დათანხმდნენ.

რაც შეეხება ეზეს, ებერეჩის კარიერის გაგრძელება ისედაც მიკელ არტეტას გუნდში ერჩია, ტოტენჰემი კი სათადარიგო ვარიანტი იყო. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც მან ზარი არსენალისგან მიიღო, გადაწყვეტილების მიღება არ გასჭირვებია.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ტრანსფერები