გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

როგორია კვარაცხელიას ტრავმის სიმძიმე?

გააზიარეთ

პარიზის სენ-ჟერმენმა ჩემპიონატში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა – ლუის ენრიკეს გუნდმა მეექვსე ტურში ოსერი 2:0 დაამარცხა, თუმცა შეხვედრა სერიოზულმა დანაკარგებმა დაჩრდილა.

პირველივე ტაიმში მოედანი ხვიჩა კვარაცხელიამ დატოვა. ქართველმა ფეხბურთელმა ბარძაყის არეში დისკომფორტი იგრძნო და სამედიცინო შტაბის გადაწყვეტილებით მეორე ნახევარში აღარ გამოჩენილა. დაზიანების სერიოზულობა ჯერჯერობით უცნობია, დამატებითი გამოკვლევების შემდეგ გახდება ნათელი, რამდენ ხანს ვერ დაეხმარება გუნდს.

შესვენებაზე კიდევ ერთი ფეხბურთელი – ვიტინიაც შეცვალეს. ეს უკვე დამატებითი პრობლემა გახდა პარიზელებისთვის, რომელთაც რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთამაშე ისედაც აკლიათ: უსმან დემბელე, ჟოაო ნევეში, დეზირე დუე და კაპიტანი მარკინიოსი.

მიუხედავად ამისა, შეხვედრის ბედი ცენტრალურმა მცველებმა გადაწყვიტეს და პარიზულ კლუბს ლიდერებთან ახლოს დარჩენის საშუალება მისცეს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ლეგიონერები