გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

რუსი ფეხბურთელი: ხვიჩასგან ამას არავინ ელოდა

გააზიარეთ

სპარტაკის მცველმა, ილია სამოშნიკოვმა, რომელიც კარიერის ერთ-ერთ ეტაპზე რუბინში გამოდიოდა, თავისი ყოფილი თანაგუნდელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

სამოშნიკოვი ხვიჩას პროგრესით შთამბეჭდავია:

„სწორედ იმ დროს, როცა რუბინში ვთამაშობდით, ვიცოდი, რომ ხვიჩას უზარმაზარი პოტენციალი ჰქონდა, თუმცა გულწრფელად რომ გითხრათ, ოქროს ბურთზე არ მიფიქრია. უბრალოდ აშკარად ჩანდა, რომ მის შესაძლებლობებს ზღვარი არ ჰქონდა და ძალიან შორს წასვლას შეძლებდა. დღეს ის პსჟ-ს ერთ-ერთი ლიდერია და უკვე ჩემპიონთა ლიგის ტიტულიც მოიგო. ძალიან მიხარია მისი წინსვლა და წარმატებები,“ – აღნიშნა სამოშნიკოვმა კლუბის პრესსამსახურთან საუბარში.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ფეხბურთი