გამოგვიწერეთ

ქართული ფეხბურთი

სამი ქულა და სამეული

გააზიარეთ

ქუთაისის ტორპედომ სამეულის კარი ეროვნული ლიგის 27-ე ტურში საგარეჯოს გარეჯის დამარცხებით შეაღო. კახურმა გუნდმა ქუთათურებს მიხეილ მესხის სათადარიგო სტადიონზე უმასპინძლა და 1:3 წააგო.

ტორპედომ სამივე გოლი პირველ ტაიმში შეაგდო და მატჩის ბედიც გადაწყვიტა. დუბლი შეასრულა პაატა ღუდუშაურმა, ხოლო ანგარიში კომნენ ანდრიჩმა გახსნა. ნიშანდობლივია, რომ სამივე საგოლე გადაცემა ალეკო ბასილაძის ანგარიშზეა.

საგარეჯოელები დიდი ანგარიშით წაგებას გიორგი გოგოლაშილმა გადაარჩინა, რომელმაც ქუთაისელთა კარში გოლი მე-60 წუთზე გაიტანა.

ტორპედო რომ ამ გამარჯვებით მესამე ადგილზე აღზევდა უკვე ვთქვით. ქუთაისელებს 43 ქულა აქვთ და მომდევნო ტურში 17 ოქტომბერს ისევ სტუმრად გაგრას დაუპირისპირდებიან. რაც შეეხება გარეჯს, კახელები 24 ქულით სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილზე იმყოფებიან.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ქართული ფეხბურთი