გამოგვიწერეთ

ნაკრები

კვარაცხელია ოქტომბრის თამაშებში ნაკრებს ვერ დაეხმარება?

გააზიარეთ

ესპანური სპორტული გამოცემა Diario AS იტყობინება, რომ ხვიჩა კვარაცხელიას დაზიანება ბოლომდე არ მოუშუშებია და ფეხბურთელს კიდევ დაახლოებით ათდღიანი რეაბილიტაცია სჭირდება. გამოცემის ცნობით, სწორედ ამის გამო დიდია იმის ალბათობა, რომ პარი სენ-ჟერმენი ქართველ შემტევს ეროვნულ გუნდთან შეკრებაზე არ გაუშვებს.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ოქტომბრის სანაკრებო მატჩებისთვის კვარაცხელიას განაცხადში შეყვანას მაინც მიჰყვა. თუმცა, პსჟ-ს სამედიცინო შტაბი მზადაა წინააღმდეგობა გაუწიოს. პარიზელები მიიჩნევენ, რომ ფეხბურთელმა გამოკეთება საფრანგეთში უნდა გააგრძელოს და ნაკრების მატჩებზე თამაში მის ჯანმრთელობას რისკის ქვეშ დააყენებს.

კვარაცხელიას ლილთან მოახლოებულ შეხვედრაშიც გამოტოვება ემუქრება და კლუბის ექიმების აზრით, მოთამაშეს სრულფასოვან დაბრუნებამდე ათდღიანი პაუზა მართებს.

პარიზულ გუნდში ფიქრობენ, რომ ტრავმის ფონზე საქართველოს ნაკრებთან წასვლა ზედმეტი დატვირთვა იქნება. მიუხედავად ამისა, სანიოლი არ მალავს, რომ ხვიჩას გამოყენებას 11 ოქტომბერს ელჩეში, ესპანეთის წინააღმდეგ, და შემდეგ 14 ოქტომბერს იზმითში, თურქეთთან გადამწყვეტ შეხვედრაში გეგმავს.

Diario AS დასძენს, რომ პსჟ-ში სხვა სცენარს საერთოდ არ განიხილავენ და მზად არიან, ნაკრების ხელმძღვანელობასთან პირდაპირი დიალოგით დაიცვან თავიანთი ფეხბურთელის ინტერესები.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ნაკრები