გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

სანდრო კობახიძე – მხოლოდ დადებით შედეგს ველით

გააზიარეთ

დღეს საქმეში საქართველოს 17 წლამდე ნაკრებსაც ვიხილავთ. ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ ეტაპზე ისლანდიას თბილისში მიხეილ მესხი 2-ზე დაუპირისპირდებიან.

17 წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი სანდრო კობახიძე მატჩის წინ იმედიანადაა:

„შეკრებით კმაყოფილი ვართ. დიდი სამუშაო გავწიეთ. მეტოქე რთული და ამავდროულად საინტერესო გუნდია. მათთან ხუმრობა არ შეიძლება. ისლანდია ბრძოლისუნარიანი და აგრესიული გუნდია.  კარგ თამაშს ველით. ვფიქრობ, გადამწყვეტი ფაქტორი ჩემი ფეხბურთელების განწყობა იქნება.

ჩვენი გეგმები გვაქვს და ვიცით მეტოქეს რა უნდა დავუპირისპიროთ. ჩვენი პლუსები გვაქვს და მხოლოდ დადებით შედეგს ველით“ – აღნიშნა კობახიძემ.

ისლანდიის გარდა ჯგუფში საბერძნეთის ნაკრებიც გვყავს. სამ გუნდიანი ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე ანუ ელიტ-რაუნდში ორი ნაკრები გავა.

ისლანდიასთან მატჩი 18:00 საათზე დაიწყება, ხოლო სანდრო კობახიძის შეგირდები საბერძნეთს 30 ოქტომბერს დაუპირისპირდებიან.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ფეხბურთი