გამოგვიწერეთ

ნაკრები

სანიოლი: ამ განწყობით თურქეთში წასვლას აზრი არ აქვს

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრები ელჩეში ევროპის მოქმედ ჩემპიონთან შეხვედრაში 0:2 დამარცხდა. მიუხედავად იმისა, რომ ესპანელებს რამდენიმე ლიდერი აკლდათ, “ფურია როხამ” კლასითა და ბურთის ფლობით მეტოქე აშკარად დაჯაბნა.

მატჩის შემდეგ მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი არ მალავდა იმედგაცრუებას – როგორც შედეგით, ისე გუნდის განწყობით.

“დღეს აშკარად გამოჩნდა, რომ ისინი სხვა პლანეტაზე თამაშობენ. ჩვენ შეგვიძლია ბოლომდე ვეცადოთ და რაც შეგვიძლია, ის გავაკეთოთ, მაგრამ როცა ესპანეთი თავის თამაშს პოულობს, უბრალოდ უნდა მიიღო ეს რეალობა. ისინი სხვა დონეზე არიან — ტექნიკურად, სისწრაფითა და აზროვნებითაც. სიმართლე გითხრათ, დადებითზე საუბარი გამიჭირდება. ალბათ გაგვიმართლა კიდეც, რომ უფრო დიდი სხვაობით არ დავმარცხდით. მაგრამ პრობლემა მარტო ხარისხში არაა — მოედანზე ისეთი განწყობა დავინახე, რომელიც არ მომეწონა. საბრძოლო სულისკვეთება აკლდა გუნდს. თურქეთთან მატჩი გაცილებით მნიშვნელოვანია და იმაზე უნდა ვიყოთ ფოკუსირებული.

ჩვენი მიზანი იყო ყვითელი ბარათების თავიდან არიდება, რადგან თურქეთთან თამაში გადამწყვეტია, მაგრამ ასეთ განწყობაზე თუ ვიქნებით, იქ წასვლა აზრს დაკარგავს. ფეხბურთელებთან აუცილებლად ვისაუბრებ – მათგან ბევრად უფრო მეტი ემოცია და აგრესია მჭირდება. მე ოპტიმისტი ადამიანი ვარ და მჯერა, რომ სამი დღეც საკმარისია მდგომარეობის შესაცვლელად. ამ გუნდს აქვს ხარისხი და შემდგომ შეხვედრაში ამის ჩვენება შეუძლია.

თანამედროვე ფეხბურთში აღდგენის დრო თითქმის არ არსებობს — უნდა ითამაშო, ითამაშო და ისევ ითამაშო… მაგრამ ჩემი გუნდის ფეხბურთელები ამას მიჩვეულები არიან. საბედნიეროდ, გვაქვს სამუშაო გარემო, სადაც ყველას სურს მაქსიმალური პირობების შექმნა. ამისთვის მადლიერი ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს შრომა თურქეთში დაგვეხმარება.

რაც ესპანურ ფეხბურთში დღეს ხდება, ეს 25-წლიანი განვითარების შედეგია. გახსოვთ 80-90-იანი წლების ესპანეთი? კარგი გუნდი იყო, მაგრამ სისწრაფე და ძალა აკლდათ. მათ ეს გააცნობიერეს და სრულიად ახალი ტიპის ფეხბურთელების გაზრდა დაიწყეს — ჭკვიანი, ტექნიკური, მობილური მოთამაშეები. აი, მაგალითად, პედრი – ფიზიკურად სუსტი ჩანს, ქარმა რომ დაუბეროს, შეიძლება გაიფრინოს კიდეც (იღიმის), მაგრამ ის მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული ნახევარმცველია, რადგან ფიქრობს, მოძრაობს და ყოველთვის გუნდურად თამაშობს. ეს არის ის, რაც ესპანურ ფეხბურთს განსაკუთრებულს ხდის — სისტემა მუშაობს ისე, რომ თითოეული ფეხბურთელი გუნდის სამსახურშია. სწორედ ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ დღეს მათ ექვსი-სამი ძირითადი მოთამაშე აკლდათ, სხვაობა არ იგრძნობოდა და მაინც უმაღლეს დონეზე ითამაშეს.

მომდევნო ტურში, 14 ოქტომბერს, საქართველოს ელოდება უმნიშვნელოვანესი შეხვედრა იზმითში, თურქეთის ნაკრებთან — გამარჯვება ერთადერთი შანსია, რომ ჩვენი გუნდი ჯგუფში მეორე ადგილისთვის ბრძოლაში დარჩეს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

იხილეთ სრულად ნაკრები