გამოგვიწერეთ

ნაკრები

ვილი სანიოლის წერილი საქართველოს

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრების სოციალურ ქსელში აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის სამადლობელი წერილი გამოქყენდა.

შეგახსენებთ, ჩრდილოეთ ირლანდიასთან (0:1) წაგებული მატჩის შემდეგ ფრანგმა სპეციალისტმა თანამდებობა დატოვა.

ვილი სანიოლი:

„ძვირფასო საქართველო

გავიდა ექვსი დაუვიწყარი წელი, სავსე ემოციებით, განსაკუთრებული მომენტებითა და უნიკალური გამოცდილებით, რომლებსაც მე მთელი ცხოვრება გულში ვატარებ.

მადლობას ვუხდი ამ ქვეყანას ყველაფრისთვის, რაც მან ჩემთვის გააკეთა.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ფეხბურთის ფედერაციას და ჩემს მოთამაშეებს. თქვენ მომეცით შესაძლებლობა, განმეცადა ისეთი ემოციები, რომლებიც მანამდე არასდროს მიგრძვნია, და ისეთი მომენტები, რომლებსაც ვერასოდეს დავივიწყებ.

თუმცა, ყველაზე ლამაზ ისტორიასაც კი ოდესღაც აქვს დასასრული. ახლა კი ჩემთვის დამშვიდობების დრო დადგა, პატივისცემით, მადლიერებითა და ღირსებით.

აქ მხოლოდ კოლეგებსა და თანამოაზრეებს არ ვტოვებ, აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც წლების განმავლობაში ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა. მეგობრობას, რომელიც, დარწმუნებული ვარ, კიდევ მრავალი ათწლეულის განმავლობაში დაგვაკავშირებს.

საქართველოს ჩემს გულში მუდამ განსაკუთრებული ადგილი ექნება.

მთელი გულით გისურვებთ ნათელ მომავალს, რადგან თქვენ ამას ყველაზე მეტად იმსახურებთ.

მადლობა ამ ექვსი არაჩვეულებრივი წლისთვის.

ნახვამდის და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ისევ შევხვდებით.

ვილი“

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ნაკრები