გამოგვიწერეთ

სანაკრებო ტურნირები

საქართველოს ევროპული შანსი კლასიკური წილისყრაა

გააზიარეთ

6 დეკემბერს ბელფასტში ევრო 2028-ის შესარჩევი ციკლის მოქმედი, კლასიკური ფორმატით წილისყრას ბოლოჯერ უმასპინძლებს.

UEFA-მ შესარჩევში მხოლოდ სანქცირებული რუსეთი არ დაუშვა. ითამაშებენ მასპინძელი ქვეყნებიც – ინგლისი, შოტლანდია, უელსი, ირლანდია. 54 ნაკრები 12 ჯგუფში გადანაწილდება. ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფების გამარჯვებულები და რვა საუკეთესო მეორეადგილოსანი წავა; დარჩენილ ოთხ საგზურს ფლეი ოფში გაითამაშებენ.

ჯგუფები იქნება ხუთგუნდიანი და ოთხგუნდიანი. რომელ მათგანში მოხვდება საქართველოს ნაკრები ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ხუთგუნდიან ჯგუფებში შესარჩევი ეტაპი 2027 წლის მარტ-ივნისში დაიწყება, ხოლო ოთხგუნდიანი ჯგუფები ტურნირს 2027 წლის სექტემბრიდან დაიწყებენ.

უკვე ცნობილია მეხუთე კალათის ექვსივე გუნდი: მალტა, აზერბაიჯანი, ლიეტუვა, გიბრალტარი, ანდორა, ლიხტენშტაინი.

რომელ კალათაში მოხვდება საქართველო? დიდი ალბათობით, მესამეში, რადგან მეორე კალათაში მოსახვედრად ერთა ლიგაზე ჯგუფში მეორე ადგილის დაკავებაა საჭირო. ეს ამოცანა კი, ძალიან გავირთულეთ.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად სანაკრებო ტურნირები