გამოგვიწერეთ

ძიუდო

უმედლო დღე მსოფლიო ჩემპიონატზე

გააზიარეთ

ბაქოში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატის მეხუთე დღე საქართველოს დელეგაციისთვის წარუმატებელი გამოდგა და უმედლოდ დავრჩით. ამასთან, ყველა წარმომადგენლობით და ტიტულოვან წონაში – 90 კილოგრამამდე.

ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა სამხრეთკორეელ მინკი სონგს იპონით აჯობა, შემდეგ კი, სენეგალელ რაიან დაკოსტას იუკო და ვაზარი აართვა და მეოთხედფინალში იაპონელი სანშირო მურაოზე გავიდა. ბექაური 30 წამში იპონზე დაეცა და ტურნირს გამოეთიშა.

მსოფლიოს ჩემპიონი ლუკა მაისურაძე კი, პირველივე ორთაბრძოლაში სერბ ბორის რუსტოვიჩთან დამარცხდა.

ქალთა 70 კგ-მდე წონით კატეგორიაში ნინო გულბანმა ჩინელი ინგინგ ფენგი და ისრაელის ნაკრების წევრი მაია გოშენი კი დაამარცხა, მაგრამ მერვედფინალში შვედ იდა ერიკსონთან იპონით წააგო.

მიმდინარე მსოფლიოს პირველობაზე ქართულ დელეგაციას სამი მედალი აქვს და სამივე სინჯის თითო: ოქრო ტატო გრიგალაშვილი (81); ვერცხლი – ეთერ ლიპარტელიანი (57); ბრინჯაო – გიორგი სარდალაშვილმა (60).

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად ძიუდო