გამოგვიწერეთ

MMA

ცნობილია, მოხვდება თუ არა ილია თოფურია UFC-ს დიდების დარბაზში

გააზიარეთ

საშუალო წონით კატეგორიაში, UFC-ს მოქმედმა ჩემპიონმა, დრიკუს დუ პლესიმ მედიასთან საუბრისას ილია თოფურიას შესახებ კომენტარი გააკეთა და ქართველი მებრძოლი ქება-დიდებით შეამკო.

„ილიას პირველად მაშინ შევხვდი, როცა ორივემ სადებიუტო ბრძოლა იმავე საღამოს გვქონდა. საერთო გასახდელშიც ვიყავით და შეიძლება ითქვას, რომ კარიერაც ძალიან მსგავსი გზით გავიარეთ – დღეს ორივე ჩემპიონები ვართ. მას უდიდეს პატივს ვცემ. ილია ამჟამად ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლია მთელ UFC-ში, შეიძლება ითქვას, საუკეთესო. მიხარია მისი წარმატება და დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მოხვდება დიდების დარბაზში,“ – განაცხადა დუ პლესიმ.

შეგახსენებთ, რომ დუ პლესისა და თოფურიას UFC-ის დებიუტი 2020 წელს, Fight Island 5-ის საღამოს შედგა.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად MMA