გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

ჯაბა დვალის გოლით ზესტაფონმა მოიგო

გააზიარეთ

მეოთხე ლიგის 25-ე ტურში ზესტაფონმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა — გუნდმა სტუმრად გაგრა 2 მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა. შეხვედრის ერთადერთი გოლის ავტორი კლუბის ლეგენდა ჯაბა დვალია, რომელმაც 77-ე წუთზე ზუსტად დაარტყა და საკუთარი გუნდი მძიმე მდგომარეობიდან გამოიყვანა.

ამ გამარჯვებით ზესტაფონმა სატურნირო ცხრილში პოზიცია გაიუმჯობესა, გასავარდნი ზონიდან ამოვიდა და ამჟამად 16 გუნდიდან მე-12 ადგილზეა, რაც გუნდს შანსს აძლევს დარჩეს მეოთხე ლიგაში.

დვალი ახლახანს დაბრუნდა მინდორზე — 40 წლის თავდამსხმელმა წინა ტურში მარტვილის მერანი 2-ის წინააღმდეგ დუბლი მიითვალა. მიმდინარე სეზონში ეს მხოლოდ მესამე მატჩია, სადაც მან ზესტაფონის ფორმა მოირგო. მისი დაბრუნება აშკარად დაეხმარა კლუბს, რომელიც ბოლო პერიოდში რთულ ვითარებაში იყო.

აღნიშვნაა, რომ ჯაბა დვალისთვის ეს პირველი დაბრუნება არ არის — კარიერის დასრულების შემდეგ ის 2021 წელსაც დაბრუნდა ზესტაფონში.

დღეს დვალი ზესტაფონის აღმასრულებელი დირექტორია, თუმცა როგორც ჩანს, საჭირო მომენტში გუნდის დახმარებაზე უარს არ ამბობს.

ჯაბა დვალი წლების განმავლობაში ზესტაფონის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო — ორჯერ მოიგო საქართველოს ჩემპიონატი და ეროვნულ ლიგაში სულ 127 გოლი გაიტანა, რაც ქვეყნის ჩემპიონატის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მაჩვენებლად ითვლება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი