გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

იბერიამ დიდ შესვენებამდე ლიდერობა დაიბრუნა

გააზიარეთ

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მესამე წრე დაიწყო და 8 აგვისტომდე შესვენებაა გამოცხადდა. მიზეზი ქართული გუნდების ევროტურნირებზე თამაშია. რამდენად სწორი გადაწყვეტილებაა, ეს სადავო საკითხია…

იბერია-მეშახტე 2:1

1:0 დადიანი (59); 1:1 სიხარულიძე (63პ); 2:1 სელიმოვიჩი (68)

მოქმედმა ჩემპიონმა მოიგო და ლიდერობა დაიბრუნა. არადა, პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო მეორეს დასაწყისში იბერიელებს ორი ყვითელი ბარათის გამო ვახო ბედოშვილი გაუძევეს.

და მაინც, ათი კაცით დარჩენილმა დედაქალაქელებმა გოლი გაიტანეს – პაატა ღუდუშაურის პასით ნიკოლოზ დადიანმა შეაგდო; ტყიბულელებმა მალევე გაათანაბრეს: საჯარიმოში მათე კვირკვია წააქციეს და 11 მეტრიდან ყოფილმა იბერიელმა, ირაკლი სიხარულიძემ ზუსტად დაჰკრა; 68-ე წუთზე გიორგი კუციამ ჩააწოდა და ვაჰიდ სელიმოვიჩმა თავურით გაიტანა. როგორც აღმოჩნდა, მომგებიანი გოლი გამოდგა.

ამის შემდეგ იბერის უკვე პაატა ღუდუშაური გაძევეს, მაგრამ დარჩენილ დროში თავი კარგად დაიცვა და ანგარიში შეინარჩუნა.

დინამო (თბ)-დინამო (ბთ) 2:1

0:1 მარა (7); 1:1 ტეიშეირა (75); 2:1 ნინუა (87პ)

დინამოელების ჯახი დედაქალაქელებმა მოიგეს. არადა, თავიდან ზღვისპირელები დაწინაურდნენ – ნიკა კალანდარიშვილი პასი უერდი მარამ შეირგო.

პირველი ტაიმი ასეც დასრულდა, მაგრამ მეორეში თბილისელებმა იმძლავრეს: 75-ე წუთზე მაქსიმ ტეიშეირამ გაათანაბრა, ხოლო 87-ე წუთზე ნიკა ნინუამ პენალტი გაიტანა და…

დილა-რუსთავი 3:0

1:0 შეყილაძე (62); 2:0 კანტე (67); 3:0 ოლივეირა (75სკ)

უგოლო პირველი ტაიმის მერე, გორელებმა 13 წუთიან მონაკვეთში რუსთაველებს სამი უპასუხო ბურთი გაუტანეს.

ჯერ შოთა შეყილაძემ საჯარიმოს მისადგომებიდან ჩახვეული დარტყმით გახსნა ანგარიში; მერე გვინეელმა ფორვარდმა მოჰამედ კანტემაც ლამაზი გოლი მიითვალა; მესამე გოლი კი რუსთაველებმა გაიტანეს საკუთარ კარში – ბურთი დავიდ ოლივეირას მოხვდა და ასე შევარდა კარში.

ტორპედო-სპაერი 0:0

ქუთაისელების მოუგებელი სერია გრძელდება. წინა სამი ტურში სამივე წაგება ჰქონდათ და ახლა კი მხოლოდ ქულა აიღეს. თავის მხრივ, საუკეთესო პერიოდი არც სპაერს უდგას –გუნდს ბოლო ოთხ მატჩია არ მოუგია.

გაგრა-სამგურალი 0:0

დაძაბული თამაში იყო. საკმაოდ ხისტიც. მომენტებიც შექმნა. საუკეთესო შანსი გაგრას ჰქონდა, მაგრამ მე-13 წუთზე მათე ცინცაძის დარტყმული პენალტი ლუკა კუტალაძემ მოიგერია.

სატურნირო ცხრილი:

1.იბერია 19 10 4 5 27-18 34

2.რუსთავი 19 9 5 5 22-18 32

3.დინამო (თბ) 19 8 7 4 31-21 31

4.ტორპედო 19 7 6 6 30-19 27

5.დინამო (ბთ) 19 7 6 6 28-30 27

6.დილა 19 8 2 9 21-19 26

7.სამგურალი 19 7 4 8 25-32 25

8.სპაერი 19 5 7 7 25-25 22

9.გაგრა 19 5 7 7 18-24 22

10.მეშახტე 19 1 8 10 13-34 11

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი