
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-18 ტურის სამი მატჩი გაიმართა სატრურნირო ცხრილში მნიშვნელოვანი გადაადგილებები მოხდა. შეიცვალა ლიდერიც…
იბერია-რუსთავი 1:2
1:0 ძაგანია (42); 1:1 ოსეი (60); 1:2 ფაცაცია (90)
რუსთაველებმა მოქმედ ჩემპიონსა და ლიდერს მოუგეს, ცხრილშიც გადაასწრეს და მეორე წრეს ლიდერის რანგში ამთავრებენ.
პირველი ტაიმი იბერიელებმა მოიგეს: გიორგი ჯინჯოლავამ დაბალი პასი გააკეთა, მეკარე პაპუნა ბერუაშვილმა ცუდად მოიგერია და ამირან ძაგანიას დამატებაზე გატანა აღარ გასჭირვებია.
აი, მეორე ტაიმში კი სურათი შეიცვალა. რუსთავმა ორი გოლი გაიტანა და ორივე ერთმანეთზე ლამაზი.
ჯერ პრინს ოსეიმ მარცხნიდან დაიწყო შეტევა და ინდივიდუალურ გარღვევას შორიდან ცხრიანში დარტყმაც მიაყოლა; ბოლო წუთზე პატარა საფეხბურთო წარმოდგენა ვნახეთ: ვაჟა ფაცაციამ 60 მეტრიდან გაიტანა. ბურთი იშვიათი სიზუსტით წავიდა კარში და მეკარე თორნიკე მეგრელიშვილმა ვერ მოიგერია.
ანდრი დემჩენკოს დებიუტი, იბერიელთა მთავარი მწვრთნელის რანგში, მარცხიანი გამოდგა.
ტორპედო-დინამო (ბთ) 2:3
0:1, 0:2 მანდრიჩენკო (22, 26); 1:2 ბუკია (42); 1:3 მარა (53); 2:3 არაბიძე (90)
ტორპედომ ზედიზედ მესამედ წააგო, ხოლო ბათუმელები ამ გამარჯვებით მესამე ადგილზე გადავიდნენ. ჯერჯერობით ასეა, სანამ დინამო თბილისი ითამაშებს…
პირველი ტაიმის შუაში ბათუმელებმა ორჯერ გაიტანეს. ორივეჯერ დმიტრი მანდრიჩენკომ, რომელმაც ჯერ გურამ ჯაფარიძის პასი გამოიყენა, მერე კი უერდი მარას გადაცემა შეირგო.
42-ე წუთზე ტორპედოს მცველმა დავით ბუკიამ თავურით შეამცირა სხვაობა და გამოასწორა შეცდომა, რომელიც მეორე გაშვებული გოლისას დაუშვა.
თუმცა შესვენების მერე მალევე ისევ ორბურთიანი გახდა სხვაობა: კარგი კომბინაცია, მერე ნიკა კალანდარიშვილის პასს მარას დარტყმა მოჰყვა.
მე-60 წუთზე კი ტორპედოელმა გიორგი არაბიძემ 30 მეტრიდან დაარტყა და ბურთი ცხრიანში გავიდა. მშვენიერი გოლი იყო. თუმცა, ტორპედომ მეტის გაკეთება ვეღარ მოახერხა და 2:3 წააგო.
დილა-სპაერი 3:1
1:0 მენთეშაშვილი (14); 1:1 ცალუღელაშვილი (41); 2:1 მენთეშაშვილი (65); 3:1 ოლატუნჯი (81)
გორელებს ზედიზედ სამი მატჩი ჰქონდათ წაგებული, თუმცა ამჯერად იმარჯვეს.
დილა ლაშა მენთეშაშვილმა ძლიერი დარტყმით დააწინაურა; პირველი ტაიმის ბოლოს კი, თემურ ცალუღელაშვილმა დაახლოებით პენალტის ნიშნულიდან გაუტანა მასპინძლებს და ანგარიში გაათანაბრა.
65-ე წუთზე ისევ მენთეშაშვილმა დააწინაურა დილა. საჯარიმოს მისადგომებიდან ცხრიანში გაგზავნა ბურთი… სპაერმა ამჯერად ვეღარ გაათანაბრა. მეტიც, 81-ე წუთზე ნიგერიელმა აბდულმალიკ ოლატუნჯიმ თავურით შეაგდო და 3:1.
დილა მეშვიდე ადგილზეა, ხოლო სპაერი – მერვეზე. მათ შორის ორი ქულაა სხვაობა.
სატურნირო ცხრილი:
1.რუსთავი 18 9 5 4 22-15 32
2.იბერია 18 9 4 5 25-17 31
3.დინამო (ბთ) 18 7 6 5 27-28 27
4.ტორპედო 18 7 5 6 30-19 26
5.დინამო (თბ) 17 6 7 4 24-17 25
6.სამგურალი 17 7 3 7 22-27 24
7.დილა 18 7 2 9 18-19 23
8.სპაერი 18 5 6 7 25-25 21
9.გაგრა 17 5 5 7 17-23 20
10.მეშახტე 17 1 7 9 11-31 10
იხილე მეტი
-
ევროტურნირები
/ 2 საათის agoვიზები არაფერ შუაშია, იბერია სირცხვილს გადაურჩა
გააზიარეთსაქართველოს ჩემპიონი იბერია 1999 დღეს ევროპალიგის მესასმე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩრდილოეთ ირლანდიის ლარნეს ესტუმრება. ამ...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ევროტურნირები
/ 4 საათის agoიბერია ლარნესთან მატჩისთვის მზადაა
გააზიარეთდღეს, იბერიას 1999 ევროპა ლიგის მატჩს ჩაატარებს. საქართველოს ჩემპიონი ჩრდილოეთ ირლანდიაში ადგილობრივ ლარნეს დაუპირისპირდება....
ავტორი Giorgig -
ევროტურნირები
/ 20 საათის agoიბერიას იდეალური ბადე ევროტურნირის ჯგუფში მოსახვედრად
გააზიარეთევროთასებზე იბერია 1999-ის პოტენციური მეტოქეების ვინაობა ცნობილია. საქართველოს ჩემპიონმა უეფას ევროპა ლიგაზე თუ ჩრდილოეთ...
ავტორი Giorgig