გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

სამგურალს ველისოლის ჰეთ თრიკი მოსაგებად არ ეყო

გააზიარეთ

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეორე წრე დასრულდა. ბოლო ორ მატჩში 10 გოლი გავიდა, აქედან რვა ერთ თამაშში…

დინამო (თბ)-სამგურალი 5:3

0:1 ველისოლი (1); 1:1 რამუში (11); 2:1 კალანდაძე (15); 2:2 ველისოლი (37); 3:2 სანტუში (48); დოლტმურზიევი (66); იორო (79); ველისოლი (90პ)

დინამო თბილისმა რვაგოლიან მატჩში აჯობა წყალტუბოს სამგურალს.

არადა, სამგურალი, ბრაზილიელი ველისოლის გოლით პირველივე წუთზე დაწინაურდა. თუმცა ათ წუთში მათე ვაწაძის პასით როდრიგუ რამუშმა გაათანაბრა ანგარიში, ხოლო მე-15 წუთზე ალექსანდრე კალანდაძის გოლით დინამო უკვე წინ გავიდა; სამგურალმა ისევ ველისოლის გოლით უპასუხა და ტაიმი 2:2 მორჩა.

მეორე ტაიმში დინამო უკეთესი იყო: 48-ე წუთზე საბა ხარებაშვილის გამოზომილ ჩაწოდებას ლეონარდო სანტუსის გოლი მოჰყვა; მერე ჰალიდ დოლტმურზიევის გოლიც ვნახეთ – ბარნს ოსეის პასით გაიტანა; 79-ე წუთზე ალბათ მატჩის ყველაზე ლამაზი გოლი გავიდა: დინამოელთა ნახევარმცველმა აბდულაი იორომ შორიდან ცაციით ტექნიკურად დაარტყა; ბოლოს სამგურალმა მაინც შეამცირა სხვაობა: ველისოლმა 11 მეტრიდან შეაგდო და ჰეთ-თრიქი მიითვალა.

ველისოლს მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 9 გოლი მოუგროვდა და ბომბარდირთა დავაში პირველზე გადავიდა. ველისოლმა ერთი გოლით გაისწრო ტორპედოელ კომნენ ანდრიჩს.

მეშახტე-გაგრა 1:1

0:1 ბორჟესი (51); 1:1 შიკალო (61)

ტყიბულელებს ზედიზედ 8 მატჩი ჰქონდათ წაგებული და აი, სერია შეწყვიტეს: ქულა აიღეს გაგრასთან.

უგოლო პირველი ტაიმის მერე, გაგრა წინ გავიდა ბრაზილიელი პედრო ბორჟესის ინდივიდუალური გარღვევითა და ზუსტი დარტყმით.

მერე კი მეშახტეს ბოსნიელმა ნახევარმცველმა ტარიქ შიკალომ გაათანაბრა გამოზომილი დაბალი დარტყმით – 1:1. გოლები ათწუთიან მონაკვეთში გავიდა.

სატურნირო ცხრილი:

1.რუსთავი 18 9 5 4 22-15 32

2.იბერია 18 9 4 5 25-17 31

3.დინამო (თბ) 18 7 7 4 29-20 25

4.დინამო (ბთ) 18 7 6 5 27-28 27

5.ტორპედო 18 7 5 6 30-19 26

6.სამგურალი 18 7 3 8 25-32 24

7.დილა 18 7 2 9 18-19 23

8.სპაერი 18 5 6 7 25-25 21

9.გაგრა 18 5 6 7 18-24 21

10.მეშახტე 18 1 8 9 12-32 11

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი