გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

ავთანდილ ებრალიძე ლიგა 2-ის კლუბ გონიოში ითამაშებს

გააზიარეთ

33 წლის გამოცდილმა ფლანგის შემტევმა ავთანდილ ებრალიძემ კარიერა ეროვნულ ლიგა 2-ის კლუბ გონიოში გააგრძელა. ტრანსფერი კლუბმა უკვე გააფოციალურა.

ებრალიძე ბოლოს პორტუგალიის მეორე ლიგაში ლუსიტანიას ღირსებას იცავდა, მანამდე კი 2023/24 წლების სეზონში კვიპროსულ ანორთოსისშიც თამაშობდა.

თავისი პროფესიონალური კარიერა ავთომ 2010 წელს პორტუგალიის მეოთხე დონის კლუბ ესპერანსა დელ ლაგოსში დაიწყო, სადაც ერთი სეზონი გაატარა. შემდეგ გადავიდა ჟუვენტუდე ევორაში (პორტუგალიის მესამე ლიგა).

2012 წლის ზაფხულში ებრალიძე სეგუნდა ლიგის კლუბ ოლივეირენსეში გადავიდა.

2013 წლის 2 სექტემბერს, ავთო პრიმერა ლიგის კლუბ ჟილ ვისენტეს შეუერთდა.

ფეხბურთელი 2013 წლის 6 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს. თავის დროზე, ებრალიძეს თამაში ხეტაფეს 19-წლამდელთა გუნდშიც მოუწია.

etablo.ge-ს ინფორმაციით, ავთანდილს, რომელსაც პორტუგალიის და კვიპროსის უმაღლესი ლიგების მდიდარი გამოცდილება აქვს, გონიოსთან 1.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ბათუმელი შემტევი საკუთარ ქალაქს უბრუნდება, რათა ახალ გუნდს მიზნების მიღწევაში დაეხმაროს.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2025
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ტრანსფერები