გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ირაკლი ეგოიანი ერედივიზიონის ექსელსიორში ითამაშებს

გააზიარეთ

ნიდერლანდური ერედივიზონის ექსელსიორმა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი ირაკლი ეგოიანი გადაიბირა. 21 წლის ქართველ-ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

გუნდის ტექნიკური მენეჯერი ნილს ვან დუინენი ქართველის ჩასვლით აღფრთოვანებულია:

„ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ ირაკლის ჩამოსვლით. კრეატიულობითა და საფეხბურთო ნიჭით, ჩვენს გუნდს ბევრს შესძენს. ვიტესში ფანტასტიკური პირველი სეზონი ჩაატარა და აჩვენა, რისი გაკეთება შეუძლია. სხვა კლუბების ინტერესის მიუხედავად, ვამაყობთ, რომ ჩვენ აგვირჩია“.

თავად ეგოიანი საკუთარ თავს ენერგიულ, თანამედროვე მოთამაშეს უწოდებს:

„მიყვარს შეტევა, მაგრამ ასევე დაცვაში თამაში. ვფიქრობ, რომ გოლის გატანის ნიჭი მაქვს და მიყვარს. უპირველეს ყოვლისა, ყველაფერს გავაკეთებ გუნდისთვის. როდესაც გავიგე, ვიტესიდან წასვლის შანსი მომეცა, მოლაპარაკებები რამდენიმე კლუბთან მქონდა. საბოლოო ჯამში, ექსელსიორი ავირჩიეს, რადგან კლუბის მხრიდან დიდი ნდობა ვიგრძენი.

ვფიქრობ, ერედივიზიონისთვის ნამდვილად მზად ვარ. ეს ჩემს კარიერაში კარგი ნაბიჯია. იმედი მაქვს, გუნდთან ერთად ბევრ რამეს დავამტკიცებთ. რა თქმა უნდა, ერედივიზიონში ადგილის შენარჩუნება გვსურს. მსურს, ამაში წვლილი შევიტანო.

ადაპტაცია არ გამიჭირდება, რადგან მატიასს და გიანს ვიტესში თამაშის დროიდან ვიცნობ. სასიამოვნოა ნაცნობი სახეების ხელახლა ნახვა; ეს ყოველთვის აადვილებს ახალ კლუბში გადასვლას“.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები