
მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ფანჯრის გახსნამდე თვეზე ოდნავ ნაკლები დარჩა. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს ფინალურ ეტაპზე მოხვედრის შანსი აქვს. თუმცა, რთული ფანჯარა ელის, რადგან თამაში გოგა ბითაძისა და სანდრო მამუკელაშვილის გარეშე მოუწევს.
არც მეტოქეებია ხელწამოსაკრავი: 26 ნოემბერს საბერძნეთს ვესტუმრებით, ხოლო 29-ში პორტუგალიას დავუხვდებით.
ბერძნებისთვის უმნიშვნელოვანესი მატჩია – წააგებენ და, დიდი ალბათობით, მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა რამდენიმე წლით გადაედებათ. ეს კი ბერძნების გეგმებში ნამდვილად არ შედის. თავის მხრივ, მუნდიალზე მოხვედრას პორტუგალიელებიც ცდილობენ და შესუსტებულ საქართველოსთან მოგებას გეგმავენ.
თუმცა, დანაკლისი თავად პორტუგალიასაც ექნება: ვერ დაეხმარება ნეემიას კეტა, რომელიც ჩვენი ლიდერების მსგავსად NBA-ში თამაშობს; კეტამ საქართველოსთან (90:98) საშინაო მატჩში ორმაგი დუბლი (20 ქულა; 11 მოხსნა) შეასრულა; საშუალოდ კი, 18.0 ქულასა და 10.0 მოხსნას აგროვებდა; ასევე არ იქნება NCAA-ში მოთამაშე რუბენ პრეი, რომლის საშუალო მონაგარი საშუალოდ 15.0 ქულა და 3.0 მოხსნაა.
ეს ამბები ერთი თვით ადრე არის გადაწყვეტილი, რადგან პორტუგალიელთა მწვრთნელმა მარიო გომეშმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა:
ანდრე სილვა, კარლოს კარდოსო, მიგელ კორეია, რიკარდო მონტეირო (ყველა ბრაგა), ანტონი და სილვა (კიმპერი, საფრანგეთი), ანტონიო ლუკასი, როდრიგო სოეირო (ორივე ოვარენშე), კანდიდო სა, დიოგო არაუხო (ორივე ოლივეირენშე), დანიელ რელვაო (ბენფიკა), დანილო ჰორტა (კუელუზი), დიოგო ბრიტო (ობრადოირო, ესპანეთი), დიოგო სეიქსაში (ოურენსე, ესპანეთი), დიოგო ვენტურა, ფრანსისკო ამარანტე, გუსტავო ტეიშეირა (ყველა სპორტინგი), გონსალო დელგადო, მიგელ კეიროზი, ვლადისლავ ვოიცო (ყველა პორტო), უგო ფერეირა (მალიორკა, ესპანეთი), ნუნო სა (მადეირა), რაფაელ ლისბოა სანტოსი (ალიკანტე, ესპანეთი), ტრავანტე ვილიამსი (რუანი, საფრანგეთი).
სატურნირო ცხრილი:
1.უკრაინა 8 6 2 684:624 14
2.ესპანეთი 8 5 3 721:630 13
3.საქართველო 8 5 3 684:661 13
4.პორტუგალია 8 4 4 670:636 12
5.საბერძნეთი 8 4 4 617:596 12
6.მონტენეგრო 8 4 4 574:633 12
შენიშვნა: მსოფლიო ჩემპიონატზე სამი საუკეთესო გადის
დარჩენილი მატჩები
26 ნოემბერი: საბერძნეთი-საქართველო-პორტუგალია-უკრაინა; მონტენეგრო-ესპანეთი;
29 ნოემბერი: საქართველო-პორტუგალია; ესპანეთი-საბერძნეთი; უკრაინა-მონტენეგრო;
26 თებერვალი: მონტენეგრო-საქართველო; საბერძნეთი-უკრაინა; პორტუგალია-ესპანეთი;
1 მარტი: საქართველო-საბერძნეთი; ესპანეთი-მონტენეგრო; უკრაინა-პორტუგალია;
იხილე მეტი
-
კალათბურთი
/ 1 საათის agoპორტუგალია საქართველოში დანაკლისით ჩამოვა
გააზიარეთმსოფლიო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ფანჯრის გახსნამდე თვეზე ოდნავ ნაკლები დარჩა. საქართველოს კალათბურთელთა...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
წყალბურთი
/ 3 საათის agoოლიმპი და იბერია კონფერენს ლიგას აგრძელებენ
გააზიარეთწყალბურთში კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი დასრულდა და ორი ქართული კლუბი ასპარეზობას აგრძელებს. თბილისის...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ევროტურნირები
/ 5 საათის agoკეინი პირველია, კვარაცხელია – მეექვსე
გააზიარეთ2026 წლის „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული მიუნხენის ბაიერნისა და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელი, ჰარი კეინი გახდა....
ავტორი მიხეილ მაღლაკელი