გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ქართველი კალათბურთელები ევროთასებზე ყოჩაღობენ

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრების კალათბურთელები ევროტურნირებზე გამორჩეულები იყვნენ. თორნიკე შენგელიამ, მარკიზ რიდი და ალექს მერკვილაძემ სსაკუთარ გუნდებს დიდი დახმარება გაუწიეს.

დავიწყოთ ჩვენი ნაკრების კაპიტნით: შენგელიამ ტრავმის გამო სამი მატჩი გამოტოვა და პარკეტს ევროლიგის მერვე ტურში დაუბრუნდა. თუმცა, მისი დუბაი შინ პარიზთან, 93:99 დამარცხდა.

შენგელია სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და მხოლოდ 10:16 წუთი ითამაშა. თუმცა, ამ მცირე დროში გუნდს რვა ქულა და ერთი პასი შეაშველა. თოკომ სამივე ორქულიანი და ორივე საჯარიმო ჩააგდო. პასივში კი, ოთხი პერსონალური შენიშვნა ჰქონდა.

დუბაის 5-3 ბალანსი აქვს და მეექვსე ადგილზეა, შემდეგ ტურში კი, 30 ოქტომბერს, თელ ავივის ჰაპოელს უმასპინძლებს.

ევროთასის მეხუთე ტურში მარკის რიდის ბაჰჩეშეჰირმა ბერძნულ პაოკს უმასპინძლა და 84:81 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების უკანახაზელი გუნდში კვლავ ერთ-ერთი საუკეთესო იყო. გაგიკვირდებათ და, რიდი ხუთეულში არ იყო, მაგრამ მოედანზე 26:56 წუთი გაატარა, რა დროშიც გუნდს 17 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი მოუტანა.

ბაჰჩეშეჰირს 4-1 ბალანსი აქვს და D ჯგუფში პირველ ადგილზეა. 3 ნოემბერს შემდეგი ტურია, თურქული გუნდი გერმანულ ულმს ესტუმრება.

ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში (ENBL) ალექს მერკვილაძის გრონინგენმა საშინაო არენაზე ვოლუნტარი მიიღო და 90:71 დაამარცხა.

24 წლის ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და პარკეტზე საკმაოდ დიდი დრო – 36:27 წუთი გაატარა. მერკვილაძემ გუნდის ერთ-ერთი ლიდერის როლი კიდევ ერთხელ იტვირთა – 15 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა.

აღსანიშნავია ალექსის სტაბილურობა: ჩვენებურმა გრონინგენის შემადგენლობაში მეშვიდედ ითამაშა და არცერთ მატჩში 12 ქულაზე ნაკლები არ ჩაუგდია. ამ შვიდი შემთხვევიდან მეოთხედ, მერკვილაძეს ზუსტად 9 მოხსნა ჰქონდა – ანუ ორმაგ დუბლამდე თითო მოხსნა ოთხჯერ დააკლდა.

ამ გამარჯვების შემდეგ ნიდერლანდური კლუბი ტურნირზე ერთი მოგებითა და ორი მარცხით ჯგუფში მეექვსე პოზიციას იკავებს. მომდევნო ტურში კი, 3 ნოემბერს, სტუმრად ხორვატიულ ალკარს ესტუმრება.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი