გამოგვიწერეთ

კალათბურთი

მამუს კარგი მატჩი და ლეიკერსის პირველი მარცხი

გააზიარეთ

NBA-ს რეგულარული სეზონის სტარტზე ზედიზედ სამი გამარჯვების შემდეგ, ლოს ანჯელეს ლეიკერსი პირველად დამარცხდა. ჯეი ჯეი რედიკის გუნდმა საკუთარ არენაზე პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსს უმასპინძლა და უხვქულიან, დრამატულ ორთაბრძოლაში 129:136 წააგო.

ლოსანჯელესელები თამაშის უდიდეს ნაწილს კარგად აკონტროლებდნენ, მაგრამ გადამწყვეტი მეოთხედი ჩააგდეს – 26:34.

მარცხის მიუხედავად, მშვენიერი მატჩი ჩაატარა სანდრო მამუკელაშვილმა. მამუ საქმეში ისევ სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. ჩვენებურმა პარკეტზე 24:01 წუთი დაჰყო, რა დროშიც გუნდს 17 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მოუტანა. სანდრომ ხუთიდან სამი ორქულიანი, ოთხიდან სამი სამქულიანი და ორიდან ორი საჯარიმო ჩააგდო. ქართველს პასივში ერთი დაკარგვა ჰქონდა, ხოლო პლუს-მინუს მაჩვენებელით (+6) გუნდში მხოლოდ ლუკა დონჩიჩს (+7) ჩამორჩა. საერთოდაც, დადებით ბალანსზე მამუსთან და დონჩიჩთან ერთად, ვოლკე კესლერი (+3) გავიდა.

დონჩიჩმა მატჩი 41 ქულით, 5 მოხსნითა და 9 პასით დაასრულა. ლეიკერსის შემადგენლობაში 26 ქულა, 4 მოხსნა და 7 პასი ოსტინ რივზმა მიითვალა. შედეგიანობით სანდრო მესამე იყო.

ოთხი მატჩის შემდეგ ლეიკერსს სამი მოგება და ერთი მარცხი აქვს. მორიგ მატჩს ჯეი ჯეი რედიკის გუნდი 29 ოქტომბერს, სტუმრად, ლოს ანჯელეს კლიპერსის წინააღმდეგ ითამაშებს.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი