გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ბათუმმა ევროპის თასზე მეოთხე მატჩიც წააგო

გააზიარეთ

საკალათბურთო კლუბმა ბათუმმა ფიბას ევროპის თასის ჯგუფურ ეტაპზე მეოთხე მატჩი წააგო. ქართული კლუბი თბილისში კოსოვურ ტრეპჩას წინააღმდეგ 70:91 დამარცხდა.

სტუმრებმა უპირატესობა პირველივე მეოთხედში მოიპოვეს და 12 ქულით დაწინაურდნენ, რის შემდეგ ბათუმელებს შეხვედრაში დაბრუნება აღარ გამოუვიდათ.

ზღვისპირელები ბევრს სცოდავდნენ და 21 დაკარგვა დაუგროვდათ; მეტოქემ აჯობა პასებსა (32:16) და მოხსნებში (43:31). რის შემდეგაც გამარჯვებაზე ფიქრი გადაჭარბებული იქნებოდა.

ბათუმელთაგან კვლავ საქართველოს ნაკრების უკანახაზელი, გიორგი ოჩხიკიძე გამოირჩა – 21 ქულა, 3 მოხსნა, 4 პასი; 12 ქულა ჩააგდო საბა სალაძემ; ამერიკელი უორენ მუგანდას ანგარიშზე 13 ქულაა.

ბათუმი ევროპის თასის ჯგუფურ ეტაპზე მომდევნო შეხვედრას 4 ნოემბერს, ხორვატულ სპლიტთან ჩაატარებს.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი