გამოგვიწერეთ

ნაკრები

ალექსანდრე იაშვილი: სანიოლი არ წავა

გააზიარეთ

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები ოთხი ტურის შემდეგ ჯგუფში სამი ქულით მესამე ადგილზეა და მუნდიალზე გასვლის შანსი დაკარგული აქვს. ვილი სანიოლის გუნდმა ჯერ მხოლოდ ბულგარეთის (3:0) დამარცხება შეძლო, ხოლო ორჯერ თურქეთთან (2:3, 1:4) და ერთხელ ესპანეთთან (0:2) დამარცხდა.

განსაკუთრებით ცუდი სანახავი იყო ჩვენების თამაში თურქეთან. მეზობლებთან ორი მარცხის შემდეგ ქართული სპორტული მედია და გულშემატკივრები სანიოლის კვალიფიკაციაში კი დაეჭვდა, მაგრამ მისი ნაკრებიდან წასვლა გამორიცხულია.

ეს დღევანდელ პრესკონფერენციაზე საქართველოს ფფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა განაცხადა.

„მნიშვნელოვანია, დავაკვირდეთ, მწვრთნელი როგორ მუშაობს. რთული მატჩები ყოველთვის არსებობს, სანიოლი ჩვენი გუნდისთვის საუკეთესო მწვრთნელია. ფაქტია, ის ემოცია, რაც გვქონდა, ბოლო მატჩებში არ ყოფილა. გვჯერა, ამას ვილისთან ერთად გამოვასწორებთ, მომავალ წელსაც საქართველოს ნაკრების ის მწვრთნელი იქნება“, – თქვა იაშვილმა.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ნაკრები