გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ალისონის დაბრუნების თარიღი უკვე ცნობილი გახდა

გააზიარეთ

ლივერპულის ბრაზილიელმა მეკარემ, ალისონ ბეკერმა, გუნდის აზიური შეკრება პირადი მიზეზების გამო დატოვა, რამაც გულშემატკივრებში და მედიაში არაერთი კითხვა გააჩინა – როდის შეძლებს ის მოედანზე დაბრუნებას?

ამ თემაზე განმარტება ლივერპულის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა გააკეთა. ნიდერლანდელი სპეციალისტის თქმით, ბეკერი უკვე მალე, 10 აგვისტოსთვის იქნება მზად სათამაშოდ – სწორედ იმ დღეს, როცა „წითლები“ თასის ფინალში კრისტალ პალასს შეერკინებიან.

ალისონის დროებითი არყოფნის პერიოდში, ლივერპულის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავდა და ორ ამხანაგურ შეხვედრაში შეუცვლელად იასპარეზა. როგორც ჩანს, მომავალ სეზონში მერსისაიდელთა კარში კონკურენცია საკმაოდ მაღალი იქნება, რაც გუნდს მხოლოდ გააძლიერებს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები