გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

ამერიკის ღია გადამწყვეტ ფაზაში შედის

გააზიარეთ

ამერიკის ღია პირველობა ჩოგბურთში გადამწყვეტ ფაზაში შედის. როგორც მამაკაცთა შორის, ასევე ქალთა შორის ორ-ორი ნახევარფინალისტი გარკვეულია.

საუკეთესო ოთხეულში ვერ მოხვდა კარლოს ალკარასი. არადა, ესპანელს ეს ტურნირი 2022 და 2025 წლებში აქვს მოგებული და ახლაც ფავორიტად მიიჩნეოდა. კარლიტო მასპინძელ ბენ შელტონთან 7:6; 1:6; 3:6; 6:1; 7:6 დამარცხდა.

მეორე მეოთხედფინალი ამერიკული იყო, სადაც ფრენსის ტიაფომ ალექს მიკელსენს საწყისი ორი სეტის წაგების შემდეგ თამაში მოუტრიალა – 5:7; 3:6; 7:5; 6:3; 7:6.

ნახევარფინალში გასასვლელად კიდევ ორი წყვილი იბრძოლებს: პირველ ნომრად განთესილი გერმანელი ალექსანდრ ზვერევი ნიდერლანდელ ბოტიკ ვან დე ზანდშულპს გაეჯიბრება, ხოლო ნეიტრალური ქვეყნის სახელით მოთამაშე კარენ ხაჩანოვის მეტოქე ბელგიელი ალექსანდრ ბლოკხი იქნება.

ქალთა შორის პირველი ნახევარფინალში ბელარუსი არინა საბალენკა და ამერიკელ ჯესიკა პეგულა ითამაშებენ.

პირველ ნომრად განთესილმა საბალენკამ უიმბლდონის მომგებ ჩეხ ლინდა ნოსკოვას 7:6; 3:6; 7:6 აჯობა. აღსანიშნავია, რომ საბალენკა ზედიზედ მეექვსედ გავიდა აშშ-ის ღიას ნახევარფინალში და ამ მაჩვენებლით მხოლოდ კრის ევერტსა (16) და შტეფი გრაფს (7) ჩამორჩება. პეგულამ კი, თანამემამულე ემა ნავარო 3:6, 6:4, 6:3 დაამარცხა.

ნახევარფინალში გასასვლელად იბრძოლებენ: ელენა რიბაკინა (ყაზახეთი)-ქინვენ ჟენგი (ჩინეთი); მირა ანდრევა (ნეიტრალი)-კოკო გაუფი (აშშ).

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი