გამოგვიწერეთ

ზამთრის სახეობები

არბიტრაჟი რუსეთის მომხრეა, ქვეყნები უარს ამბობენ

გააზიარეთ

საერთაშორისო ჰოკეი ახალი პოლიტიკური დაპირისპირების ცენტრში აღმოჩნდა. შვეიცარიის სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ (CAS) ლოზანაში რუსეთის ყველა ნაკრებს ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის (IIHF) ეგიდით საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის უფლება აღუდგინა. თუმცა, კანადამ უკვე განაცხადა, რომ რუსეთის ნაკრებს მოახლოებულ ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე არ დაუშვებს.

CAS-ის გადაწყვეტილება 30 ოქტომბერს მიიღეს, რომელიც IIHF-ს ავალდებულებს, რუსეთის ნაკრები ყველა ტურნირზე დაუშვას. მათ შორის საუბარია მსოფლიო ჩემპიონატზე იუნიორებში, რომელიც კანადაში 2026 წლის 26 დეკემბრიდან 2027 წლის 5 იანვრამდე გაიმართება.

თუმცა, კანადის პრემიერმა მარკ კარნიმ კატეგორიული განცხადება გააკეთა. მისი თქმით, რუსი და ბელარუსი სპორტსმენები კანადაში მიმდინარე შეჯიბრებებზე საკუთარ ქვეყნებს ვერ წარადგენენ, სანამ უკრაინაში ომი გრძელდება.

რუსეთის ტურნირებზე დაბრუნების წინააღმდეგია ევროპული ჰოკეის რამდენიმე ფედერაცია – შვედეთი, ფინეთი, ჩეხეთი, ლატვია, დანია, ნორვეგია… ისინი უარს აცხადებენ საერთაშორისო შეჯიბრებზე რუსეთის წინააღმდეგ სათამაშოდ გასვლაზე და ბოიკოტს უცხადებენ.

საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას არც ჰოკეის საერთაშორისო ფედერაცია ეთანხმება, მაგრამ ვალდებულია შეასრულოს. IIHF-ში ასევე აცხადებენ, რომ რუსეთის ნაკრების დაბრუნება სერიოზულ ორგანიზაციულ სირთულეებსაც შექმნის, რადგან მონაწილეების განრიგი, შემადგენლობა და სატურნირო მზადება უკვე დამტკიცებულია.

თუმცა, IIHF-ს წინ უფრო რთული კითხვაა: როგორ უნდა შეასრულონ სპორტული არბიტრაჟის გადაწყვეტილება, თუ ტურნირის მასპინძელი ქვეყანა რუსეთის ნაკრების მიღებაზე უარს იტყვის…

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად ზამთრის სახეობები